ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
28 თებერვალი, 2023


John KEATS - WHY DID I LAUGH TONIGHT?

ჯონ კიტსი - რად გამეცინა ღამით?

რად გამეცინა ღამით? - ღმერთმა არ განმიმარტა,
არც ეშმაკმა თქვა რამე ამის გამოსაცნობი,
ზეცამ, ქვესკნელმა არ ისმინეს ჩემი მიმართვა,
გამოსარკვევად გულს მივენდე ამად - კაცობრივს.

ერთგულო გულო, შემნახველო ხვაშიადების,
რად გავიცინე, მიზეზები გთხოვ შენ გამაცნო,
წყვდიადო, ნუთუ კვნესით მუდამ ავხმიანდები?
ვით ზეცას, ქვესკნელს, - ვევედრები გულსაც ამაოდ.

ვიცი გვასესხეს არსებობა ქვეყნად უმეცართ,
სულმა განცხრომა განიცადა გადანამალი,
შესაძლო იყო წარვდგომოდი სიკვდილს უეცრად
და ნაკუწებად ქცეულიყო ყოფის ნაბალთი.

ძლიერება აქვთ ლექსს, მშვენებას, სახელოვნებას,
სიცოცხლის ჯილდოს - სიკვდილს ყველა დაემონება!

28 თებერვალი, 2023 წ.


John KEATS - WHY DID I LAUGH TONIGHT?

Why did I laugh tonight? No voice will tell:
No God, no Demon of severe response,
Deigns to reply from Heaven or from Hell.
Then to my human heart I turn at once —

Heart! thou and I are here sad and alone;
Say, wherefore did I laugh! О mortal pain!
О Darkness! Darkness! ever must I moan,
To question Heaven and Hell and Heart in vain.

Why did I laugh? I know this being's lease,
My fancy to its utmost blisses spreads;
Yet could I on this very midnight cease
And the world's gaudy ensigns see in shreds.

Verse, Fame, and Beauty are intense indeed,
But Death intenser — Death is Life's high meed.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები