ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 აპრილი, 2023


Булат Окуджава - Ваше благородие

https://www.youtube.com/watch?v=B5oyppOiBSs&list=RDB5oyppOiBSs&start_radio=1


ბულატ ოკუჯავა - თქვენო კეთილშობილებავ, ქალბატონო განშორებავ!

თქვენო კეთილშობილებავ, ქალბატონო განშორებავ,
დიდი ხანი ვმეგობრობთ და ხათაბალაც არ მშორდება,
არ დახიო ეს წერილი, ეგებ მელის სიხარული,
სიკვდილში თუ არ მიმართლებს, გამიმართლებს სიყვარულში. 

თქვენო კეთილშობილებავ, ქალბატონო უცხო მხარევ,
მგზნებარებით მეხვეოდი, თუმც მაინც არ შემიყვარე,
არ გამხვიო საალერსო ქსელში, გქონდეს სიბრალული,
სიკვდილში თუ არ მიმართლებს, გამიმართლებს სიყვარულში. 

თქვენო კეთილშობილებავ, ქალბატონო წარმატებავ,
ზოგს სიკეთით აავსებ და ზოგი როგორ დაგნატრდება,
ნუ მოუხმობ, შეაჩერე, რომ არ მომხვდეს ტყვია გულში,
სიკვდილში თუ არ მიმართლებს, გამიმართლებს სიყვარულში. 

თქვენო კეთილშობილებავ, ქალბატონო გამარჯვებავ,
ჯერ კიდევ მაქვს სასიმღერო, დამარცხების არა მჯერა,
ეშმაკებო, კაცის სისხლზე ფიცის შეწყდეს ჟრიამული!
სიკვდილში თუ არ მიმართლებს, გამიმართლებს სიყვარულში. 

27 აპრილი, 2023 წ.


Булат Окуджава - Ваше благородие

Ваше благородие, госпожа разлука,
Мы с тобой родня давно, вот какая штука,
Письмецо в конверте погоди не рви.
Не везет мне в смерти, повезет в любви.

Ваше благородие, госпожа чужбина.
Жарко обнимала ты, да только не любила.
В ласковые сети, постой, не лови.
Не везет мне в смерти, повезет в любви.

Ваше благородие, госпожа удача.
Для кого ты добрая, а кому иначе.
Девять граммов в сердце, постой, не зови.
Не везет мне в смерти, повезет в любви.

Ваше благородие, госпожа победа.
Значит моя песенка до конца не спета.
Перестаньте черти клясться на крови!
Не везет мне в смерти, повезет в любви.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები