ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2023


ეტერი*

კვლავ დაბადებას იწყებს ეტერი,
თესს ჭვავს ხელი და ზედ იწყებს როკვას,
ზემოდან ქვემოთ და et cetera...
თუმცა მოწევნულ ჯერ არ არს ჟამი —
იწყება მომკა!
სავსეა ყანა ჩხუტით და მანით!..
და მოდის ქალი სველი კოკით
დაღმა მთებიდან...
შებინდებამდე
ისმის გლეხთა ბოხი და ბანი,
გადაძახილი...
მხარედ იქცევა ფერიზეველთა
ამ დროს ყამირიც,
რადგან წყაროდან,
რომლიდანაც ის ქალი მოდის,
რძენი და თაფლნი ერთად დიან მონაცვლეობით,
და რომც თავთავი იყოს ბებერი,
გაჭაბუკდება ის ამის მერე!
არ გაგიკვირდეთ,
თუ დაბადებას კვლავ დაიწყებს ხელზე ეტერი.

2020
——————————————————
*ეტერი — ყანის ოდოში: ნუშთა, ნიგოზთა და ეგევითართა, ცერცვთა, სიმინდთა და ეგევითართა დაუჟამებელსა და სიმაგრენაკლებსა ოდოშსა უწოდენ, ხოლო ყანათასა — ეტერსა (ნიკო ჩუბინაშვილი „ქართული ლექსიკონი“).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები