ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
16 ივნისი, 2023


William Butler Yeats - A Dream of Death

უილიამ ბუტლერ იეიტსი - სიკვდილის დასიზმრება

მესიზმრა სადღაც აღსრულდა უცხო,
არავინ ჰყავდა მოყვასი გვერდით,
მესაფლავეებს სოფელმა უხმო,
შეკრეს ლუსკუმა საკრძალად ცხედრის,

როცა სამარხში ჩაუშვეს მკვდარი
და ამოავსეს საფლავის თხრილი,
ორი ხის ფიცრით აღმართეს ჯვარი,
დარგეს კვიპარის ნერგები ირგვლივ,

ეს წავაწერე ვარსკვლავთა მზირველ
საფლავის ფილად დადებულ მარმარს:
„მშვენებით სჯობდა სიყვარულს პირველს,
ახლა კი კუბოს ფიცრები ფარავს“.

16 ივნისი, 2023 წ.


William Butler Yeats - A Dream of Death

I dreamed that one had died in a strange place
Near no accustomed hand;
And they had nailed the boards above her face,
The peasants of that land,

Wondering to lay her in that solitude,
And raised above her mound
A cross they had made out of two bits of Wood
And planted Cypress round;

And left her to the indifferent stars above
Until I carved these Words:
She was more beautiful than thy first love,
But now lies under boards.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები