ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2023


დიდებულ გმირებს, კურთხეულ მიწას

გზანი სიშორისა ისევ გაიწელა,
სოხუმს არეულნი,რბიან,ხალისობენ,
თუ კი საქართველომ მაჯა გაიმრთელა,
ჩვენ ხომ არ გვინდობენ,ვითომ არ გვიცნობენ,
არა აფხაზივით მოძმედ გვეგულება,
ისიც დაკარგული თურმე უბიწობით,
ვინმეს ჩვენი მიწა თუ კი ერგუნება,
ჩვენ კი დავიცლებით ასე უმიწობით,
ბრძოლა სახსარივით თუ კი გადაწყდება,
ასე არეული ვირგებთ საგვირგვინოდ,
ვიცი მტერს ეს სიტყვა ერთობ თუ აცდება,
აწი დაივიწყოს ვით რომ განიგმიროს,
ჩვენ კი ერთიანი სულის ნაყოფები,
არად მიგვაჩნია სხვათა შეგონება,
ასე ბრძოლა იყო ძმების გამყოფები,
ბრძოლა ომის პირი რომე გეგონება,
ახლა აჩხარუნდა ძველი ხმალ-ფარები,
ვიცი ბრძოლისათვის ხანს არ დაიშურებთ,
ასე საქართველოს თუ კი ვეფარებით,
გზანი სოხუმისკენ, მალე გაეშურეთ,
ამბად თუ დაგვლია კიდევ დაიქცევა
სისხლი ძმათა ერის პირის შეფერება,
აწი სოხუმისკენ ბევრი გაიქცევა,
ჩვენ კი იქაური არვინ გვეფერება.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები