 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 18 ნოემბერი, 2023 |
#ლექსები
ნდს
ემიგრანტული (ფისო ფირცხალავას)
ბევრი იარე, ცოტა იარე, შენ მოიარე პარიზიც, ვენაც, იხილე სენაც. შორ მხარეებში გაეშურე, გაირიდე მშობლიური შარი და შური, აშარიც - ენა… ამასობაში დაგავიწყდა ჩვენებური ეს ფოთოლცვენა!
სხვაა ფოთლები, მიმავლის ფეხქვეშ თამბაქოსფრად მოშარიშურე, სხვაა - ქარისგან ნატრიალები - ყვითლად ნაფენი, ან სამშობლოში რა დარჩა ჩვენი? არც არაფერი! ნეტა ასე ვინ შეგვაჩვენა! გახსოვს?! რა გახსოვს!
ეს მოგონება დღემ დღევანდელმა აღმოაცენა - ალექსანდროვის ბაღში იყო რაღაცა სცენა, შენ კითხულობდი ლებანიძის ლექსს გალაკტიონზე, გისმენდით თრთოლვით ჩვენ - “სასახლელი ახალუხლები”. მახსოვს სიცივე, სკოლის ფორმა, კანზე ხორკლი - ლურჯი მუხლები, სადღაც, კუთხეში ხელში ჟაკეტით დედაშენი იდგა - ციალა, (გახსენებაზე გულში სხივმა გაიციალა). ცრემლები ციდან, ცრემლი ჩვენი და ფოთოლცვენა!
შენ მოიარე პარიზიც, ვენაც.. და დღეს - ხსოვნაშიც შემოიარე. უჩვენოდ გადის წვიმიანი ეს ფოთოლცვენა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|