იპარება ჩვენი დრო და გაილია მითქმა მოთქმა, მიღწევაა მიზნის რთული,მიღწევისას სხვისთვის რომ თქმა, განაბულა ზამთრის სუსხი საბანს ხევს და გტოვებს ობლად, გალეულა შემოდგომის ნაღვლიანი ჩვენი მოდგმა, არაფრისთვის გაჩენილი არავინა ჩვენდა ბედად, ასე იყო ყველას თავის თან რომ დაყვა სიტყვა ხვედრად, ჭეშმარიტი გარიგების სიმსგავსე და მისი ალი, ვინც ვერ ხედავს ღმერთის სიტყვას დაფსებია თურმე თვალი, რახან აზრებს ფიქრით მავალს შემჩნევია ჩუმი სევდა, გულს სიავე არას ფეთქავს გულს სიგიჟე დააჩემდა, ასე მალულს ფიქრით მალულს ზამთრის სუსხმა დამიარა, მაგრამ მოყმეს ჩემად მოყმეს გვერდით რომ არ გამიარა, ვეტყვი კიდეც ქართლის ხევებს რა სიგიჟე მიდევს გულში, დამალული შემოდგომის რომ არა ვართ ბაიბურში, რადგან ხილვა ასე სიტყვის შენი ნიჭის დიდებაა, მაშინ ჩემი კარგი სიტყვა ღმერთზე გამოკიდებაა, თუ მართალი აზრის კონა გაეხვია შავ სამოსში, მაშინ იბრძვი მაშინ გტკვია თუ დახედე მზეს სალოსში, არად მითქვამს სამოსს შავსაც შერჩენია თეთრი უბე, თითქოს ქარმა სული შთანთქა და ნაპასით გავიგუდე, მეტყვი ახლა არას კმარა შენი სიტყვა სათქმელს შორსა, გადავხედავ მე ისევე ჩემ მედიდურ სადმე გორსაც, ვეტყვი ქარო რად დაქროლე საქარეულს წასულ ხევებს, თითქოს მწამს და ძალიანაც მე ეს ფიქრი დამაბერებს, წადილს ქალის ნაზად ქალაქს შევსებულა ვისმე ეზო, მე ამ სევდას ვერ ვიქარვებ თითქოს გულზე ლოდი მედოს, კიდევ ვიტყვი რომე სიტყვა დარჩენილა კანონს გარეთ, მე არავის განშორებით არვინ რომ არ შემიყვარებს, გარეთ თოვლი მალულია იასამნის შუქებს ვხედავ, რამდენს ვიბრძვი რამდენს ვამხელ ან რაოდენ ბევრსაც ვბედავ, გულში საყდარს დაუდია ჩემეული თურმე ბინა, რაო ვინმე ხოარ მოგდევს ან თუ ვინმემ შეგაშინა, გულის კარებს არვის ვანდობ არავინა მისი ღირსი, მისი აზრი მისი ფიქრი და საყდარი სამარისი, ფილტვებს ხვრეტენ ავი ზრახვით გავსებული ბგერებია, მე არავინ მიამბობს და არსად მომეფერებიან, თუკი საყდარს კარს ვუკეტავ და საყდარი არის ჩუმი, მაშინ ვიყო ამ საყდარში საუკუნოდ დამალული, არად მესმის თქვენი მესა საყდრის გარეთ მშვიდობისა, მე მწამს გულის საყდრის გულის და სიკეთის გმირობისა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პოეზია მალამოა სულისათვის საწვრთნელი.... პოეზია მალამოა სულისათვის საწვრთნელი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|