ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2024


კვნეტა ფრჩხილის წამალია(საქართველო)

სახსარივით გახეთქილი მშვიდობა,
და არჩევანს შეწირული ლარები,
გაიყიდე დაიმშვენე გიდობა,
ეკლესიის კართან იდოს შრამები,
და სახიერს თუ კი ერქვა ქარშოტი,
მაშინ შრამად შუბლის ძარღვს რომ იჩენდი,
გადახვეტე შემოდგომის წალკოტი,
შენ ზამთარსაც დამნაშავედ იჭერდი,
სახე მშვიდი,სახე ამბის მაგავრი,
და სახიერს ასე ქვია მშვიდობა,
ხელი ხმალზე ისევ თუ კი წავკარი,
მთაში ვიღაც მაშინაც რომ მირბოდა,
უგზო უკვლოდ დაკარგული გმირები,
სახლში ზეცა ანაზდეულ წამისა,
დახოცილი გადაყრილი ჩვილები,
ვერ ვიპოვეთ ბრალი ამის ბრალისა,
სახე ჩემი,უსიტვობა მეწამა,
მითხარ შენზე სანუკვარი ვინა ვარ,
როცა მნახველს ჩემი კოცნა ეწადა,
შემომავლეს მავთულხლართი,სინადა,
მითხრეს სინად, გვითხრეს მავთულ ხლართებად,
და გონება ასე არის ქებული,
თუ აზრები მასში გაიხლართება,
ოცნებაა გზაში წამოწყებული,
და აზრების ასე არის დინება,
ჩემი გზები უშვილო და ეული,
თუ კი მართალს ვინმე შეიგინება,
დარჩეს ბოდვად და მავნედვე წყეული,
არჩევანში გაგლეჯილი თბილისი,
არჩევნები სახით ელვის მაგვარი,
დავინახე მე ნათების სხივისთვის,
გავსებული შაირების დავთარი,
ასე ვგლოვობ მე წარსულს და კეისარს,
მარჯვენა აქ აწეული გოჯებად,
ვებრძვი წამებს და გულმკერდის ემისარს,
გაიყიდა სამართალი გროშებად,
ასე ნათქვამს ჩემი სული ეწადა,
ჩემი ნარი ბაღნარებში წასული,
თუ განზე ვარ განზე დგომა მეწადა,
სიტყვა იყო ესეც, ასე სასრული.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები