ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2024


დიღმის დილა

ტალახია.
წვიმდა  წუხელ ,
წუხელ  წვიმდა  მთელი  ღამე .
მჭირდა  სულში ,რომ  ამბობენ ,რაღაც  კარგად  ვერ  ვიყავი .
აწი მოდის  ეს სეზონი :
ჭყაპი ,ჯანღი ,ბურუსი და
მოწყენილი  მასკარადი -უხმაურო ,უმუსიკო .
ზამთრის  სუსხთან ნაომარი  ძაღლი  რომ  შემომეტირა,
კარის  ზღურბლთან ,
ჩემ თავს  ვკითხე , რანაირი  პოეტი  ვარ?
რამ მაძინა ?
მაგრამ ,მოდი...
ძაღლებს  თავი  დავანებოთ .
დაუჩქარეთ ! 
სკოლისაკენ ! 
ბავშვებს  ვაცმევ  გამალებით  .
........................................................
,,აღმართ -აღმართ მივდიოდი ,, ჩქარი -ჩქარ  თუ ნელა-ნელა ,
აღარც  ვდარდობ ეს  საცობი ჩამკეტავს  თუ  დამაყოვნებს -
ჩემო  ფიფქის დედოფალო ,მბრძანებელო ,თამარელა -
საღამომდე ვიმყოფინებ ,  შენ  რომ კოცნა  გამაყოლე !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები