ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 დეკემბერი, 2024


Анна Ахматова – Утешение

ანა ახმატოვა - ნუგეშისცემა

“არქისტრატეგმა მიქაელმა იგი ჩარიცხა
მარადიული სასუფევლის ღვთიურ ლაშქარში”
  ნიკოლოზ გუმილიოვი

აღარ არის ჯარის კოლონებში,
ვერ გაიგებ აწი მასზე ამბავს,
ცეცხლმოდებულ, მწუხარ პოლონეთში
ვერ დაძებნი მისთვის გათხრილ სამარხს.

პოვა სულის მშვიდი საყუდარი,
ვერ წაართმევს რამეს ჟამიერი,
მეომარი გახდა ღვთიურ ლაშქრის,
ნუ ინაღვლებ მასზე ამიერით;

ნუ შესცოდავ ტირილით და გლოვით,
შენს საყვარელ და მშობლიურ სახლში,
ახლა უკვე შეგიძლია ლოცვით
შემწეობა სთხოვო მეოხს მალი.

18 დეკემბერი, ღირსი საბა განწმენდილის ხს. დღე, 2024 წ.


Анна Ахматова – Утешение


«Там Михаил Архистратиг
Его зачислил в рать свою».

Н. Гумилев

Вестей от него не получишь больше,
Не услышишь ты про него.
В объятой пожарами, скорбной Польше
Не найдешь могилы его.

Пусть дух твой станет тих и покоен,
Уже не будет потерь:
Он Божьего воинства новый воин,
О нем не грусти теперь.

И плакать грешно, и грешно томиться
В милом, родном дому.
Подумай, ты можешь теперь молиться
Заступнику своему.

1914 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები