ნინო დარბაისელი
გახსნილებისა. ვრცელი ეპიტაფია
მაინც როდის გინდა გაიხსნილო, სიწრფელით რას გინდა შეედარო, სიტყვავ - არასდროს დაცდენილო და ამიტომაც შეუმცდარო!
რამდენიც გინდა, მედიდგულო, როგორ გამოგივა, შარს შემყარო, ნაბიჯო, არასდროს გადადგმულო და ამიტომაც უტყუარო.
სრული სიშიშვლით ტანმოსილო, ორთა - საერთო სიმარტოვევ! შენ, ჩემო ამო სულო, არ მოსულო, ვეღარც ვერასოდეს მიმატოვებ!
გინდაც, გადმომეგდო ხილვის ბადე, თავთით დაგჯდომოდი ლოცვა-კდემით. შვილო, რაკი აღარ დამებადე, აღარც არასოდეს მომიკვდები!
გინდაც, სულ ჩემად დამეგულე, გინდაც, შემომევლო ირგვლივ მთები, ცხოვრებავ, არასდროს დაწყებულო, აღარც არასდროს დამთავრდები.
ვიშვი, ვიზარდე და ჩავიარე. სიცოცხლე - აქ - მიწაა, მაღლა, იქ-ცა! კვდომა კი ყოფილა შავი არე, უსმელი ფიალა შიგ ჩაიქცა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ფილოსოფიით გაჯერებული ლექსი. ფილოსოფიით გაჯერებული ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|