ზოგი ისეა დედის მუცლის მერე, რომ ხელისგულებს მოტოციკლის ძრავების მეტი ვეღარაფერი უთბობთ: რაც უფრო ძველია ძრავი, მით უფრო მეტად ცხელდება და იმ საწყალ მაკელროისაც რომ დაეკითხო, დამემოწმება ამაში - რომლისთვისაც ყველა ოთხ ბორბლიანი ჯართი მიდრეკილი იყო ამის მოტოციკლეტთან შესატაკებლად და შეეტაკა კიდეც; ის ჯერ საწყალი და მერე გამოსაწყლებული ჰენრი ფორდი, იმისთვის ეტანჯა მაზუთიან ძრავებთან, რომ ერთხელაც მაკელროი დალეწილიყო თურმე.
გრემლინი გადმოგიხტება წინ, თუ შენი წინაპრის ჩრდილი გაგასწრებს, რომელიც აქამდე სულ უკან იყო, - მთავარია, გაჩერდე და რამოდენიმე წუთით, ეს ყინვისგან გაუბედურებული ხელები ცხელ ძრავზე ააკრო.
უდედოდ ცხოვრება რაში აღარ გაპოვნინებს დედას... და ალბათ უფრო მეტსაც... რადგან ერთის ფილტვები სულ ფეხებზე გკიდია, მეორეს ფილტრები კი ყოველ ღამე თავში გიზის; პირველის სისხლძარღვთა სისტემაზე არც კი ჩაფიქრებულხარ, მეორეს კარბურატორებზე კიდე სახეს იხოკავ; პირველის გულის ცემა აღარ გახსოვს, მეორეს ძრავის კაკუნი კი ჭირისუფლობაზე მეტად გირტყამს.
ხომ ვთქვი, ფორდმუსტანგზე არწყეული მაკელროი მეთქი, - მეცნიერულად გამართლებულ სიზმრის დასასრულს ბეჭედს არტყამს:
კვდებიან მოტოციკლეტები და კვდები შენც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|