 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2025 |
როცა ყველა ვალუტა განულდება, ყველა ნაღდი და ყველა ელექტრონული ფული აზრს დაკარგავს, როცა მილიარდერები მშივრები დარჩებიან, მილიონერები კი, კიდევ უფრო მშივრები, როცა სამეფოები დაეცემიან, გვირგვინები კი ბზინვარებას დაკარგავენ, როცა კლასობრივი უპირატესობა ბოროტ მოგონებად იქცევა, მაშინ, როცა მხოლოდ ატომური ენერგია, მზის პანელები და ცოტაოდენი ნავთობი აღარავის დააკმაყოფილებს, როცა აირი ატმოსფეროში გაიჭრება და ფეთქებადი გახდება, მიწისძვრები კი საფუძვლებს ჩაუყრიან განწირულ მომავალს, როცა პოლიტიკოსები ომებით დაიღლებიან, როცა ყველა ტყვია - წამალი გამოილევა, როცა ხალხი ერთმანეთს შიშველი ხელებით დაახრჩობს, გადარჩენილები კი, რადიოაქტიური წყლით დაავადდებიან და თავიანთ ავადმყოფ შთამომავლობას მხოლოდ ნგრევას უსახსოვრებენ, როცა მზე, ყველა მხედველ თვალს დააბრმავებს, როცა სამყარო გაუდაბურდება და მხოლოდ უდაბნო იგრძნობს თავს შინ, როცა ყველა ღმერთი დაკარგავს აზრს და მათ შორის უპირატესი აღარ იარსებებს, როცა ყველა ლოცვა გაქრება და გაბათილდება, როცა ყველა სანთელი ჩაქრება და მლოცველი პირი დადუმდება, როცა აღარსად მისასვლელი გზა აღარ დარჩება, როცა ყველა სიტყვა მოკვდება და გადარჩება მხოლოდ ორი, შიმშილი, შიში, მაშინ, როცა ადამიანის სიცოცხლე დაკარგავს ყოველგვარ ღირებულებას, როცა მტაცებლები ადამიანებზე ღიად ინადირებენ, როცა ყველა ყინული ბოლო წვეთამდე გადნება, როცა ოკეანეები მოედებიან მთელს სამყაროს, როცა სიცოცხლის საწყისი, მისი დასასრულის მიზეზი გახდება, როცა მწყურვალთა ფილტვები წყლით აივსება, წყურვილი კი არ მოკვდება, როცა ყველა დაპყრობილი პლანეტა ორბიტიდან გადავა, როცა უკანასკნელ წამთა შორის, ყველაზე ბოლო წამი დადგება...
ჩემი შენდამი სიყვარული, საკმარისი იქნება, ყველაფრის თავიდან დასაწყებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვბრუნდები ამ თამაშში ♥️ ვბრუნდები ამ თამაშში ♥️
1. აპოკალიფსის შემზარავი კადრები და საოცარი ფინალი, შვებით რომ ამოგასუნთქებს და იმედით აგავსებს...
როგორ მიყვარდა შენი პოეზია :)
აპოკალიფსის შემზარავი კადრები და საოცარი ფინალი, შვებით რომ ამოგასუნთქებს და იმედით აგავსებს...
როგორ მიყვარდა შენი პოეზია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|