ჯონ კიტსი - რამდენმა ბარდმა აოქროვა დრო-ჟამის ნაკლი
რამდენმა ბარდმა აოქროვა დრო-ჟამის ნაკლი! მათგან კი ცოტამ მიანიჭა საკმარი საზრდო ჩემს აღტაცებულ წარმოსახვას და უკეთ ვაზრობ, ღვთაებრივი, თუ მიწიერი სტრიქონთა მადლით.
ხშირად, როდესაც დავკავდები ლექსწერის ღვაწლით, მათი ნააზრი ცდილობს რამე შემომთავაზოს, თუმც არასოდეს შემაცბუნებს, არც უხეშ საზომს შემომაჩეჩებს და დამატკბობს ზარის ხმით რვალის.
მსგავსად საღამო შეინახავს უამრავ ბგერას: ჩიტების ჟივილს, ფოთოლთ შრიალს, წყაროთა რაკრაკს და სამრეკლოდან გადაძახილს მიმწუხრის ზართა ზეიმურ ჩქამით, ამათ გარდა ათას სხვა ჟღერას,
გარჩევადობას რაც სიშორით თუმცაღა კარგავს, უაზრო გუგუნს არ იწვევს და ჩაგვესმის მღერად.
15 ივნისი, 2025 წ.
John Keats - How many bards gild the lapses of time
How many bards gild the lapses of time! A few of them have ever been the food Of my delighted fancy, — I could brood Over their beauties, earthly, or sublime:
And often, when I sit me down to rhyme, These will in throngs before my mind intrude: But no confusion, no disturbance rude Do they occasion; 'tis a pleasing chime.
So the unnumbered sounds that evening store; The songs of birds—the whispering of the leaves— The voice of waters—the great bell that heaves With solemn sound,—and thousand others more,
That distance of recognizance bereaves, Makes pleasing music, and not wild uproar.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რთული თარგმანი, კარგად შესრულებული. რთული თარგმანი, კარგად შესრულებული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|