ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
8 ივლისი, 2025


Анна Ахматова - Они летят, они еще в дороге...

ანა ახმატოვა - მოფრინავენ და გზაში არიან ისევ...

მ. ლოზინსკის

მოფრინავენ და გზაში არიან ისევ,
სიყვარულის და დახსნის სიტყვები აგერ,
სიმღერისწინა ბორგვას შევიგრძნობ მყისვე,
ყინულზე უფრო ცივია ჩემი ბაგე.

იქ, სადაც ფანჯრებს შემოჯარვიან ირგვლივ
არყები,  მალე  გავიგებ მათ ხმელ შრიალს,
ნაზი ვარდები წნავენ მეწამულ გვირგვინს,
მივაყურადებ უხილავ ხმათა წკრიალს.

შემდეგ - სინათლე, აუტანელად უხვი,
ისე, ვით ცხელი წითელი ღვინით  თანგვა...
სურნელოვანი და მწველი ქარი მწუხრში
თვითშემეცნებას შეუბრალებლად ლანძავს.

8 ივლისი, 2025 წ.


Анна Ахматова - Они летят, они еще в дороге...

М. Лозинскому

Они летят, они еще в дороге,
Слова освобожденья и любви,
А я уже в предпесенной тревоге,
И холоднее льда уста мои.

Но скоро там, где жидкие березы,
Прильнувши к окнам, сухо шелестят, —
Венцом червонным заплетутся розы,
И голоса незримых прозвучат.

А дальше — свет невыносимо щедрый,
Как красное горячее вино…
Уже душистым, раскаленным ветром
Сознание мое опалено.

1916 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები