#ლექსები
ნინო დარბაისელი
ზევსის ძღვენი
თურმე ბერძნებს ჰქონდათ ერთი წესი, ყოფილიყო თუნდ უმამაცესი, ხუთი წლით თუ წასულს, ომში ნამყოფს შინ ფეხმძიმე უხვდებოდა ცოლი, ჩვეულებრივ მოელოდა ნაყოფს, არ ჰკითხავდა ცოლს, ვინ ჰყავდა მწოლი, მრავლდებოდნენ ქალწულნი თუ ძენი, სავსე ჰქონდათ ბეღელი თუ სხვენი, მოწიწებით ექცეოდნენ სხვანი, იმ ჩვილს ერქვა თურმე “ზევსის ძღვენი”. ქალს კი - თითქოს რაღაც მადლი ეცხო, არასდროს დასძრახავდა უცხო, ამდენ შვილებს როგორ გაუძღვენო, ღმერთის ვნება, ნება მოაქვს, სდევს ის, შვილი თუა, ნაჩუქარი ზევსის!
რა სიტყვა გაქვს აქ სათქმელი, ბრძენო, მთავარია, რომ ივარგოს კაცად, ანდა ქალად, თუნდ არ თვალწარმტაცად!
შენ?! - აუშვი, გატყობ, აწ ღვედები. ძალიანაც ნუკი აძღვენდები, გამზრდელს ნურსად ნუკი შეარცხვენო, გესმის, ძღვენო?! ძღვენო, ზევსის ძღვენო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს კომენტარი ფეისზე ერთმა გამომწერმა დამიტოვა
“ასეთი წესი რუსეთშიც ჰქონდათ. ისინი ხომ სულ ომებში იყვნენ, .ჩამოსულებს კი ხვდებოდათ თავქოჩორა ბავშვები. ოღონდ ეს ვისი ძღვენი იყო, არ ვიცი.”
მე გამახსენდა რუსული ანდაზა ამის თაობაზე და ვუპასუხე, აქედან ხომ არ მოდის -
“Ни в мать, ни в отца, а в проезжего молодца” - ? ეს კომენტარი ფეისზე ერთმა გამომწერმა დამიტოვა
“ასეთი წესი რუსეთშიც ჰქონდათ. ისინი ხომ სულ ომებში იყვნენ, .ჩამოსულებს კი ხვდებოდათ თავქოჩორა ბავშვები. ოღონდ ეს ვისი ძღვენი იყო, არ ვიცი.”
მე გამახსენდა რუსული ანდაზა ამის თაობაზე და ვუპასუხე, აქედან ხომ არ მოდის -
“Ни в мать, ни в отца, а в проезжего молодца” - ?
1. ძალიან მომეწონა, ანეკდოტი გამახსენდა. კაცი წავიდა ჯარში, კარგახნის მერე ცოლმა მიწერა ქმარს ბავშვი შეგვეძინაო, საიდანო, კაცმა შენ რო სურათი გამომიგზავნეო, უპასუხა ცოლმა, კი მაგრამ, სურათი ჩემი, წელსზემოთ რო იყოო, შეახსენა ქმარმაო. ატყდა დავიდარაბაო.
ძალიან მომეწონა, ანეკდოტი გამახსენდა. კაცი წავიდა ჯარში, კარგახნის მერე ცოლმა მიწერა ქმარს ბავშვი შეგვეძინაო, საიდანო, კაცმა შენ რო სურათი გამომიგზავნეო, უპასუხა ცოლმა, კი მაგრამ, სურათი ჩემი, წელსზემოთ რო იყოო, შეახსენა ქმარმაო. ატყდა დავიდარაბაო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|