| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 7 აგვისტო, 2025 |
***
ავხედე არეულ ზეცას და ვიგრძენი , რა სამწუხარა, ასე რომ მჯეროდა ... თუმც ვხვდები, რაც ხდება არ არის საჯელი, ოძდაათ ვერცხლამდეც , ხომ იყო სერობა?!
ნუგეში სად უნდა ეძებო საპიენს ? -შენს სულში, შენსავე ჩახლართულ ძარღვებში ! და ცაზე მზის ნაცვლად სიბნელე თუ მოსჩანს, თვითონვე შემოსე სამყარო შავებში.
ადექი , წყლისა პირს მოჰყევი ამბები . იმგვარად, როგორაც კოშმარულ სიზმრისას, თუ მორევს გაჰყვები, თუ გადაეშვები, გახსოვდეს , არავინ არასდროს გიკითხავს.
თუ კითხვას გაბედავ : " ვიღასღა ვჭირდები ?" -შენს ცოდვილ სულსა და მოვლენილ ასოებს! და ტრიუმფს თუ იგრძნობ, კაშკაშა ცდუნების , ამბებს, რომ ჰყვებოდი , ის წყალი გახსოვდეს.
გახსოვდეს დაცემაც და მადლიც სამზეოდ ... ასე ჟღერს ადამის მოდგმათა ღაღადი. სიცოცხლე ზოგისთვის კეთილი ღელვაა, ზოგისთვის ჭირი და უზნეო სახადი .
მე მაინც ავხედე მოწყენილ ზეცას და რა სამწუხაროა, ასე რომ მჯეროდა ... თუმც ვხვდები რაც ხდება არ არის სასჯელი, ოძდაათ ვერცხლამდეც, ხომ იყო სერობა ?!
ზ.მ
20.02.2025
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიცოცხლე და სინათლე სჯობს, სიკვდილსა და სიბნელეს
სიცოცხლე და სინათლე სჯობს, სიკვდილსა და სიბნელეს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|