 | ავტორი: დებორა ჟანრი: თარგმანი 8 სექტემბერი, 2025 |
#თარგმანები მთარგმნელისაგან: ახალი, საკუთარი სალექსო ფორმების შექმნა - გასული საუკუნის დასაწყისის რუსულ პოეზიაში თავისებურ მოდად იქცა. არსებობს ანალოგიური ცდები ქართულ პოეზიაშიც, ეს ყველაფერი გამოკვლეულია ჩვენს ლექსმცოდნეობაში და დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ლიტერატურა, ინტერნეტშიც დევს. დავასახელებდი - თამარ ბარბაქაძის ნაშრომებს! ესენინი აქ ქმნის ახალ, საკუთარ ფორმას, კერძოდ, პირველი ხუთტაეპედი სტროფის თითო ტაეპი მომდევნო სტროფების დასაწყისია და შემდგომ - სტროფული რეფრენი. რკალურად გარითმული სტროფები თავის მხრივ ერითმება სტროფის პირველ ტაეპად “გადმოსულ” ტაეპს , ანუ საბოლოოდ, ლექსის სარითმო სქემაა: პირველია - ABBAA(სადაც ბოლო - მერეც ყველგან - სტროფული რეფრენია)
ABBAA BCCBB BDDBB AEEAA AFFAA
აქედან ერთი ტაეპი - “შაგანე, შენ, ჩემო შაგანე” - გამეორებული ოთხჯერ, ლექსის თავსა და ბოლოში, კომპოზიციურად - შემკვრელი, მთავარი რეფრენია და მთლიან მელოდიკურ, მღერად პლანს ქმნის. თავისებური შინაარსობლივი წყვეტადობასავით - რაც თარგმანშია გადმოტანილი, ორიგინალისვე კუთვნილებაა. მარტივად და პირდაპირ რომ ვთქვათ - ქართული თარგმანი, რომელიც ესენინისეულ ამ წესს არღვევს, არის მთარგმნელობითი ამოცანის მეტისმეტად გამარტივება და უბრალოდ, ცუდი! მქონდა საცდური, ქართულად - უკეთესად მჟღერი, მაგრამ ორიგინალისაგან აცდენილი თარგმანი მეც შემექმნა… მაგრამ ესენინს არ დავუფასო ფორმობრივი სიახლისაკენ სწრაფვა? აბა, ლექსმცოდნეობითი ცოდნა მთარგმნელისათვის - რა საჭიროა!
სერგეი ესენინი
შაგანე - - -
შაგანე, შენ ჩემო შაგანე! ჩრდილოელობაა ალბათ,- ჭვავის ველს გიყვები ამბად. მთვარეში მღელვარეს ვიგონებ, შაგანე, შენ ჩემო შაგანე!
ჩრდილოელობაა ალბათ მიზეზი, ის მთვარე ამაზე რომ ასჯერ დიდია; შირაზიც - რიაზანს რომ ვერ შეედრება, ჩრდილოელობაა ალბათ.
ჭვავის ველს გიყვები ამბად, ეს თმებიც - ყანაა ჭვავის, ტკივილსაც ვერ ვიგრძნობ მწვავეს, თითზეც დაიხვიე, აბა! ჭვავის ველს გიყვები ამბად.
მთვარეში მღელვარეს ვიგონებ, ჩემი კულულები გეტყვიან. ძვირფასო, ღიმილი გატყვია, ოღონდ, დამავიწყე, იღონე, მთვარეში მღელვარეს ვიგონებ.
შაგანე, შენ, ჩემო შაგანე, იქ, შორ ჩრდილოეთში, მგონი, საშინლად გგავს ერთი გოგონა და ალბათ კიდევაც მიგონებს... შაგანე, შენ, ჩემო შაგანე!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Сергей Есенин
Шаганэ ты моя, Шаганэ! Потому, что я с севера, что ли, Я готов рассказать тебе поле, Про волнистую рожь при луне. Шаганэ ты моя, Шаганэ.
Потому, что я с севера, что ли, Что луна там огромней в сто раз, Как бы ни был красив Шираз, Он не лучше рязанских раздолий. Потому, что я с севера, что ли.
Я готов рассказать тебе поле, Эти волосы взял я у ржи, Если хочешь, на палец вяжи - Я нисколько не чувствую боли. Я готов рассказать тебе поле.
Про волнистую рожь при луне По кудрям ты моим догадайся. Дорогая, шути, улыбайся, Не буди только память во мне Про волнистую рожь при луне.
Шаганэ ты моя, Шаганэ! Там, на севере, девушка тоже, На тебя она страшно похожа, Может, думает обо мне... Шаганэ ты моя, Шаганэ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. 1924-25 წლებში, აქედან ექვსი თვე ესენინმა საქართველოში გაატარა, ეს იყო ბედიწერისაგან დროებითი იზილაცია.. მცირე ხნით დაივიწყა ის , რისი დავიწყებაც აუცილობლად ექცა, მაგრამ ესენინი ვერც საკუთარ თავს და ვერც საკუთარ წარსულს ვერ გაექცა,საქართველო მისი დროებითი თავშესაფარი აღმოჩნდა ამ გზითაც ის ტრაგედიას ვერ აღწევს.
"ლამაზო ბიჭო, სერგეი ესენინ"-ასეთი გენიალურად უბრალო სტრიქონით მიმართავს შემდგომ ტიციან ტაბიძე "გდიოდა ლექსი,შენ როგორც სისხლი, მოურჩენელი გულის იარა. თავის სიკვდილით, თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა?
ესენინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ტიციანი შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველებით იტყვის "არ გამოცვლილა ხომ პოეზია- მუზები ცისკენ კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია, ჩვენც , ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ". 1924-25 წლებში, აქედან ექვსი თვე ესენინმა საქართველოში გაატარა, ეს იყო ბედიწერისაგან დროებითი იზილაცია.. მცირე ხნით დაივიწყა ის , რისი დავიწყებაც აუცილობლად ექცა, მაგრამ ესენინი ვერც საკუთარ თავს და ვერც საკუთარ წარსულს ვერ გაექცა,საქართველო მისი დროებითი თავშესაფარი აღმოჩნდა ამ გზითაც ის ტრაგედიას ვერ აღწევს.
"ლამაზო ბიჭო, სერგეი ესენინ"-ასეთი გენიალურად უბრალო სტრიქონით მიმართავს შემდგომ ტიციან ტაბიძე "გდიოდა ლექსი,შენ როგორც სისხლი, მოურჩენელი გულის იარა. თავის სიკვდილით, თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა?
ესენინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ტიციანი შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველებით იტყვის "არ გამოცვლილა ხომ პოეზია- მუზები ცისკენ კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია, ჩვენც , ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ".
2. 1. “პილიგრიმი” ვისი ნიკია, ხომ არ იცით? მთავარ გვერდზე ჩამონათვალი როა "მოგვწერეთ" აი აქ დაწერე და გიპასუხებენ. 1. “პილიგრიმი” ვისი ნიკია, ხომ არ იცით? მთავარ გვერდზე ჩამონათვალი როა "მოგვწერეთ" აი აქ დაწერე და გიპასუხებენ.
1. “პილიგრიმი” ვისი ნიკია, ხომ არ იცით? ფოსტაში იშვიათად ვიხედები და ახლაღა ვნახე, წერილი მოუწერია, “აზრზე არა ვარ, ვინა ხარ და მოდი, ვიფლირტაოთო”. ალბათ სხვას უგზავნიდა, შეეშალა და ჩემთან მოხვდა. არადა, ვინ იცის, როგორ ელოდება პასუხს ნამდვილი ადრესატიდან. აბა, ჩემთან ფლირტი აწი მიქელ-გაბრიელს თუ მოუნდება, ასაკს რომ შევხედოთ. სხვაფრივ, ჩემთან მოფლირტავეობის შესაფერისებიდან ზოგი უკვე კუკიაზეა, შვილო, ზოგი - მუხათგვერდში, ზოგიც - სოფელ დიღმის სასაფლაოზე. “პილიგრიმი” ვისი ნიკია, ხომ არ იცით? ფოსტაში იშვიათად ვიხედები და ახლაღა ვნახე, წერილი მოუწერია, “აზრზე არა ვარ, ვინა ხარ და მოდი, ვიფლირტაოთო”. ალბათ სხვას უგზავნიდა, შეეშალა და ჩემთან მოხვდა. არადა, ვინ იცის, როგორ ელოდება პასუხს ნამდვილი ადრესატიდან. აბა, ჩემთან ფლირტი აწი მიქელ-გაბრიელს თუ მოუნდება, ასაკს რომ შევხედოთ. სხვაფრივ, ჩემთან მოფლირტავეობის შესაფერისებიდან ზოგი უკვე კუკიაზეა, შვილო, ზოგი - მუხათგვერდში, ზოგიც - სოფელ დიღმის სასაფლაოზე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|