ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2025


სხვა არაფერი - ემილი დიკინსონი

ემილი დიკინსონი

(621)

სხვა არაფერი


  სხვა არაფერი  სათხოვარი არა მქონია,
სულ არაფერი -  მე ამაზე მეთქვა უარი -
მისთვის დავთმობდი სიცოცხლესაც - ასე მგონია. -
ვაჭარს ძალმოსილს  პირზე  ღრეჯამ გადაუარა.

ბრაზილიაო? - თქვა,  ღილაკი გადატრიალდა,
არც მოუხედავს, არც ეცალა ალბათ საჩემოდ.
თუმც, მადამ, იქნებ აგერჩიათ რამე აქედან,
რამე ისეთი, უსათუოდ დღეს რომ გაჩვენოთ?
- -

ბრაზილი -  მითოსური,  ლამაზი,  პატარა კუნძული-მოლანდება
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Emily Dickinson
I asked no other thing
(621)

I asked no other thing –
No other – was denied –
I offered Being – for it –
The Mighty Merchant sneered –

Brazil? He twirled a Button –
Without a glance my way –
“But – Madam – is there nothing else –
That We can show – Today?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები