ავტორი: ველისციხელი ჟანრი: პოეზია 26 ოქტომბერი, 2025
ძმური რომანსერო (ექსპრომტი უჩა შერაზადიშვილს)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ძმური რომანსერო (ექსპრომტი უჩა შერაზადიშვილს)
რად უნდა სიზმარს ნეტა? - ეს გული დავისერო, მეუბნებოდი წუხელ: - დაგრჩა დარბაზი, სერო? ხმა იყო შორის- შორი, ისმოდა რომანსერო. მომნატრებია როგორ, ძმობილო თბილისელო, მოკითხვა შენი ძველი: “სად ხარ, დარბაისელო! მახსოვხარ, გესმის? თვალი ცრემლით არ დაისველო!”