ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აღაზა მთისშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2025


ხატის ძახილი

*
გარეთი გამახენ, შუქიავ,
ქარ რო დაღბერნებს,
ხევებში ჩაჰფენს ჩემს ძახილს...
შუქ არცად არას,
დევებ დასტყობიან აქაობას.
გამახენ, ჩემის გულისად,
ეგეთა ვარ, ზღვისა,
ეგეთა, გულჯავრიანი...
მიხმობს ხატი, შუქმადლიანი,
ხახმატის ჯვარ-სალოცავი...
უხილავ სიმებს მიჭერს გულზე,
უნდა, ამამგლეჯს.
ეგეთა იყვ ჩემ გული,
ნაკადულივით მორაკრაკე,
ეხლა ქარიშხალი შაჰფარვია ფარაგს,
როგორც ეხს- ფეხმძიმე შუნი.
ქარაფზე დასთოვს.
ვბორგავ.
მე თუ არ,
ჩემი სული ამოვა,
შუნივით მოცახცახე,
ჩემი სული, ხახმატის მეენე.
გარეთ გამახენ, შუქიავ,
ქარ რო დაღბერნებს,
რო შაღმღერნებს:
ტკივილს ციხე ავუშენე, ოქროსდარაბიანი,
გამოვიხმე ბნელი ღამე, დარდისმარაგიანი,
სახე უმთვარეო უჩანს, ჩამქარალსხივებიანი,
ვერცხლის შიბის თორი მოსავს, ვერცხლისქიმებიანი,
ლურჯი კაბა მომიტანა, ვერცხლისღილებიანი,
ავდექი და სული მივეც, ოქროსმძივებიანი,
ეს გიტარაც მისი არის, ოქროსსიმებიანი,
თავქვეშ კვართი დავუფინე, მარგალიტებიანი.
ქვაზე დავჯედ, ცრემლი ვღვარე, ვერცხლისსირმებიანი.
ქვაში წვეთი ახმაურდა, ნაკადულებიანი,
ცას დოლაბი დავაბრუნე, შუქურვარსკვლავიანი,
მოვიდა და ციხე გახსნა, მუხისდირებიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები