ავტორი: სამოე ლ ემმო ჟანრი: პოეზია 30 ნოემბერი, 2025
შენ
იცი? შენი ცრემლები, შენი თბილი ცრემლები ჩემში, დარდის ყვავილებს, გამუდმებით რწყავენ, როცა თავზე მევლება ეგ პატარა ხელები, და წელზე ვგრძნობ მოხვეულ, უფლის ნათალ მკლავებს.
შენი ნაზი ღიმილი, თითქოს ღრუბლის საბნიდან გამოსული მზე ათბობს ჩემი სულის საფარს, ვხედავ, ვზივარ ბავშვი და მიკითხავენ ზღაპარს და შენ ხარ მოფრენილი ამ ლამაზი ზღაპრიდან.
როცა ისე ვეფლობი, შენს ბავშვურ ხასიათში, რომ ხალისის კვირტები სულში იწყებს ხეთქვას. მგონია, რომ გამუდმებით ისე მშვიდად ვიქნები აღარასდროს ააჩქარებს დარდი გულის ფეთქვას.