 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 21 დეკემბერი, 2025 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
საგაზაფხულო
ეს ზამთარიც - გატეხილი, ბეღურები - ატეხილი, უკვე კვირტებგადამსკდარია ყოველგვარი ხეხილი.
გულამოსკვნით მოქვითინე ვაზი - გადაგრეხილი, ვიგრძენი და გამილაღდა ეს გული დამეხილი. მზეა - მზური, ცაა - ცური, სავსე, როგორც ძროხის ცური, კარს მომდგარა გაზაფხული. - გაზაფხული მეძუძური - გულმკერდგადაღეღილი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|