| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 29 დეკემბერი, 2025 |
როგორც შენ იყავ, მდუმარე და სიტყვა უთქმელი. მეც არასოდეს მიფიქრია შენზე სხვაგვარად, მაგრამ ნოემბრის აბორგებულ , სევდიან დღისით მივხვდი მყოლიხარ წარმოშობად, ნამდვილ სახლ-კარად.
არ მიფიქრია შენი წასვლის შემდეგ დღეებზე და როცა მოხდა გულუბრყვილოდ მიმოვიხედე, ღობეს ატყვია, ჩანარჭობი ჭიგო იმედად, დაჟანგებულა ეზოს ბოლოს შენი სიკეთე.
დადუმებული არე-მარე დარდად შემეტყო, შენი სიმდაბლე მხოლოდ ახლა გავითავისე, ვუცქერ მოწყენილ აუხდენელ ნაოცნებარს და მლოცველ მღვდელივით , ხელ აღპყრობით ვდგევარ სახლისკენ.
ან კი რა იყო არც როზგი და არც მოფერება?! ან არ შეგეძლო ან შენს აზრად ასე გამზარდე, მარტო დარჩენილს ერთხელ გძლია გულის წადილმა „მადლობა შენ“-ო, ანდერძივით მითხარ წასვლამდე.
ჩვენი ოჯახი... ყველა ოჯახს თავის წესი აქვს. გვითქვამს სინდისი, რომ იოლად არ იშოვნება, მეამაყება თუ რჩეულთა არ გერგო ჯილდო, მარადიულში წაიყოლე პატიოსნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. როგორი პატიოსნური ლექსია! მამაზე წერა ძალიან ძნელია ისე, რომ პოეტურ ტრივიალობას დაეხსნა. აქ გულწრფელობამ ეს ხიფათი დააძლევინა ავტორს. როგორი პატიოსნური ლექსია! მამაზე წერა ძალიან ძნელია ისე, რომ პოეტურ ტრივიალობას დაეხსნა. აქ გულწრფელობამ ეს ხიფათი დააძლევინა ავტორს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|