ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2026


რა მხიარული გოგო ხარ, ენი


                ( ,, ყველა კაცი ერთნაირია,,)
                                                              Ann
***
რა მხიარული გოგო ხარ , ენი .
ერთხელ გითხარი , უდარდელა  ხარ !
უცებ გაცივდი. ნეტავი შენი ,
შენი შემკრთალი სახე გენახა .
რაღას ვიზამდი ენაზე კბენით ?
ამოვიკითხე : ,, ცოტა ვერა ხარ!,,
მაგ თვალებიდან და გამოვთვერი ,
რომ ბრაზი ასე გადამელახა.
შენი ღიმილის უშრეტი წყარო
თუ თავდებოდა, ჰქონდა ლიმიტი
- მე რა ვიცოდი, პატარა ქალო.-
თუ მეც სხვებივით გადაგივლიდი …
ალბათ,შენ ფიქრობ , რომ მეც ყველა ვარ:
ყველა კაცივით ცივი და ურცხვი .
რომ ყველა ქალი ცისარტყელაა
და ფერად- ფერად სტრიქონებს ვუძღვნი .
რა სევდიანი გოგო ხარ, ენი .
მე შენ ღამეებს ვდარდობ და ვწუხვარ .
ვიძინებ ახლა ჩემ თავზე ღრენით
და გევედრები,უბრალოდ , ნუ ხარ
ასეთი სახით , ასეთი სევდით
ასეთი ფიქრით  სავსე და მძიმე .
ოდესმე, ალბათ , შენც შეგიყვარებს,
მეც შემიყვარებს ოდესმე ვინმე .
ავანთებ ბუხარს, დავთვრები ისევ ,
ვიფიქრებ შენზე , ვიცხოვრებ შენით .
სანამდე სულში ტყის ძაღლებს მიქსევ.
რა მხიარული გოგო ხარ, ენი .
შენ ღამისთევებს ვგრძნობ ყველა ნერვით .
იცოდე,  ჩემო ლალო და ქარვა .
კისკისა  ქალო, პატარა ენი,
მე ყველა კაცი ნამდვილად არ ვარ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები