 | ავტორი: ელენა0101 ჟანრი: პოეზია 24 აპრილი, 2026 |
როცა ქარიშხალი ჩაივლის, ცრემელებს შევიმშრალებ როცა, ყველა განსაცდელი გაივლის, სული დამშვიდდება როს და, შენი სახელი იტრიალებს, ვრცელი სილუეტის მიღმა, ჭადარი ისევ იშრიალებს, ღიმილს დაჭირდება მიბმა... წლები გაქრებიან, წაიღებენ ამღვრეულ ღამეებს დანართად, „აღარ დაწეროო!“- ისევ დავწერ, თუნდაც მოღალატე დამარქვა... გზები უზომოდ დაგრძელდება, ვკეცავ და თან უკვე ვერ, სხვისი ნაბიჯები დამებედა, სხვამდე ვერ მოაღწევ შენ... ძველი სიხალისე დააბრუნე, ძველი სილაღე-თქო ვერ გთხოვ, ჩემი ლექსები გადახუნდა, სხვა მყავს და ის სხვა ვერ გრძნობს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|