ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2026


ოცნებების სასაფლაო

დღეს მოკვდა წვიმა,დაასვენეს ისიც თეატრში,
აქ გამართული უსიტყვობა ალბად მზედ მოვა,
გავიდა წლები უღიმღამოდ ამის წერაში,
ბედმა სილა და ვარდებიც კი არ მაქო ,მთხოვა,
გავიდა დღე და მომაკვდავი დარჩება მწარედ,
რომ უსიტყვობის გაღიმება აქაც ხიდია,
გავიდა ზეცა და იყივლებს მამალი ხვალე,
ამ ნაფეხურზე ბანგიანი დღენი მიდიან,
ეს სახელური უსახსრობას ისევ ემთხვევა,
სადაც განცხრობა ბადალია უსიყვარულო,
მიჭირდა გრძნეულს ამ ზამთარის რამე შემთხვევა,
დავდივარ,წვიმს და  ვიწაფები უსიხარულოდ,
ეს ზეცა მთაზე აღმართული დიდი კიბეა,
სადაც მარტომაც გავიარე უსახელუროდ,
თუ კი ოცნება ამ საყდარში გაიყიდეა,
ავივლი კიბეს ავიარე უსაფეხუროდ..

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები