ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2026


მიზეზის კარიკატურა



როგორც ნახევრად პოეტმა,
ერთხელ ვისურვე დამეწერა პირველი ლექსი.
სურვილამდე პოზიციაში დარჩენა ჯობდა,
სხვანაირად ავიკლებდი საკუთარ თავს დაცინვით
და ასეც მომიწია.
დავწერე ტექსტები, დავწერე იზოლირებულად,
ფრთხილად, გაუგებრად,
ისე როგორ ფიქრებში შეიმჩნევა ხოლმე მოქმედება.
ღირებულებების წრფეზე ფეხის ათრევით
დავზოგე მხნეობა და აღმოვაჩინე
სიმხდალის უცნაური შესაძლებლობა,
რომელსაც საკუთარი თავის გაწვრთვნისთვის გამოვიყენებდი,
თუ ამაყად მომიწევდა ერთხელ მაინც თავის წარმოჩენა
რესპექტაბელურ საზოგადოებაში,
რომ არა ერთი მიზეზი,
რომელსაც ჯერ კიდევ ვაზუსტებ.

9 მაისი 2026 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები