 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2026 |
ფეისზე, “მცდარბეჭდილმძებნში” ვიღაცას დაუწერია: “აველვარდები - გრამატიკულად სწორი სიტყვაა, მაგრამ პრაქტიკულად ვერ გამოიყენებო” სწორედ ამიტომაა ლექსი კარგი, თხზვის ტექნიკის დაუფლება! ეს კომენტარი იქ დავუტოვე:
რას ერჩით, გადასარევი სიტყვაა - “აველვარდები!” - ნათელი და სურნელოვანი!
მაგალითად ასე: შექსპირულ სონეტად - ნინო დარბაისელი
ბაღები - რეტრო
იცის მებაღემ, ვის შემოუშვებს, ჭიშკარს ვის გამო აღებს! ან უშენობას ვინ მოუშუშებს შენი სასახლის ბაღებს?
მე - ძველებურად, აქ გელოდები, შებინდებულა, ხედავ? გაგრილებულან აგერ, ლოდები, ჩრდილები წვება ხეთა.
ისე ჰყვავიან წითლად ვარდები, გიკვირდეს - გადარჩნენო. მე - უკვე ვეღარ აველვარდები, შენს დანახვაზე, ჩემო!
გული სიჩუმეს იტევს. დაუძინიათ ჩიტებს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მAვენიერია. მAვენიერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|