ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2026


მამელუქების სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მამელუქების სონეტი

რა საქმენი უქნიათ, საქებ-ნაქებ-უქები!
თავგანწირვის  ნათელი მოხვევიათ  გარს.
სადღა აღარ იბრძოდნენ თურმე მამელუქები,
ვიკვლევთ იმათ წინაპრებს,  იმათ მონაგარს.

ვლანდავთ  სხვათა მომხვდურებს -  მათით ანაკანკალებს,
თავს  დავეძებთ?! რა გვიჭირს,  ვისაც უნდა, გვხრას!
სხვათა ისტორიებში ვეძებთ ქართულ ნაკვალევს, 
“წარმოშობით ქართველმა მიაღწია რას!”

წარსულს მივჩერებივართ, წინ  - უცნობი ხედია
და  ფეხწამოსაკრავი გველოდება ქვა.
ვინც სიმართლეს წარმოთქვამს, ვამბობთ: “რა თავხედია!
ჩვენც კი ვიცით სიმართლე, მაგან რატომ თქვა!

სხვაგან სხვას თუ რამ  არგო? სხვისი მტერი თუ მოსრა,-
ჩამესმის  ილიასი - საქართველოს - რა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები