დღეს დევნიან მართალს ისევ, დღეს მართალი დადის ცოტა, მოფხიზლება ჭირს აქ მყისვე, აქ ბობოქრობს სულ სხვა ნოტა, ჩაგვინერგეს სხვა ადათი, დაგვამსგავსეს სახატ ტილოს, გვინდა გაგრა და ნახატი, ვცდილობთ მალე მოვიცილოთ, მოყმე ცოტა ,მტერი ბევრი, აქ ნაქები მშვიდობაა, გატეხილი სადღაც ქვევრი, ღვინო ცოტა ,ფლიდობაა, აქ სიმთვრალით ამაყობენ, აქ სიშიშვლე იჩენს მკობას, აქ ტყულით თამაშობენ, და მისდევენ ნაოსნობას. ჩვენი ერი ,ჩვენი ბერი, განა მთებში იდგამს ფესვებს, ასკეტები გვყავდა ბევრი, ცივ ქარში რომ წაგახემსებს, ახლა აღარც ასკეტები, აღარც წმინდა რამე გულში, ტაძარს წვიმა ნასვრეტებში ჩადის და იღვრება სულში, არა განა ვინმეს მეტი, მე მათ ასე ძმურად ვუცქერ, რომ დავდივარ აქაც კენტი, და ტაძრებში წვიმსო თურმე, ალბათ ბევრი საკითხავად, დარჩენილა თვალებს მიღმა, აღარ მოდის სანიტარად, ჩვენი გაზაფხულის წვიმა. თავი ჩემი ალბათ ჩქარი, აზროვნების ირონია, და საწყისი დასაბამი, ჩვენ ავდარშიც გვიომია, ირანელი ახლა მოძმე, საფლავებად ყვირის ქრება, მათი საფლავები მოვრთეთ, ვერ გავიგეთ მინიშნება, ლამაზ ბგერებს, საღად წვიმას, აღარ შვნენის ჩვენი ჭერი, ვუცქერთ ადრიანა ლიმას, სიშიშვლეზე ანაცრელნი, აქ ბევრია ასე მყოფი, მაგრამ რაა კარგი მათში, ერთი ფული,ორი ძალა, სამი ქალი შიშვლად მთაში. ზაფხულს ალბათ სულ შიშველი, ჩვენი აზრი აზრებს იქით, ზედმეტია დანარჩენი, ღვინო შევსვი სადღაც ჭიქით. ცივა მთაში ალბათ ზაფხულს, გადავავლეთ ჩვენი ცრემლი, სიტყვის მარცვალს და დამალულს, ნათქვამს მართალს ისიც ხველით, ვეღარ შევეწიეთ მარჯვედ, ჩვენ თარეში ვნახეთ მტერის, ვამბობთ სასმის თუნდაც სამჯერ, მეტად რო გამოჩნდეს ჩვენი, არა ასე არა ვარგა, ამ გულის სწორს სასმისს ვართმევთ, სამშობლოსთვის ნათქვამ ამაგს, გულის ნებას სათქმელს ვარქმევთ, ხო და გვიჭირს მერე გულის, ბრძანება და მორჩილება, სახე გვტკვივა ჩვენ ამ სულის, ასე მითხრეს მორჩილებმა, რადგან დაკარგული სიტყვა, და გასვრილი სისხლით უბე, მინდა მტერმა სწორად მითხრას, თუ მანამ არ გავიგუდე, ასე გულში ელვა წამით, ქაოსივით ჩაჯდა ეკლად, მაგრამ მზე ამოვა ხვალით, მთავარია ვიყოთ ერთად... თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობთ მუხა ,დიდი მადლობა <3
მადლობთ მუხა ,დიდი მადლობა <3
2. სიმართლისა და ერთიანობის მომღერალი პოეტი. ლექსი ძალიან მომეწონა . ჩემი შეფასება: 5 (ზემოთ შეფასება უნებლიედ ხელი მოხდა) . სიმართლისა და ერთიანობის მომღერალი პოეტი. ლექსი ძალიან მომეწონა . ჩემი შეფასება: 5 (ზემოთ შეფასება უნებლიედ ხელი მოხდა) .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|