ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 აგვისტო, 2026


შემეცოდა არტური

ალბათ ახლა ხალისი სულის მრუდე წილია,
სადაც გასხვლას ხეები უგემურად ჩქარობდნენ,
მე ამ წყებით სავალი ფოთლებშიაც მივლია,
მე დავიწყე ის ნოტა რასაც კარგად ხმარობდნენ,

ალბათ გულის სხივები საღი და შენაპრი,
ალბათ მძვივებს სულისას ასე ლაღად მივათრევ,
გაილია ივლისი ვერ ვნახე მე ნაპირი,
მე მტერს ლანგრით ოცნებებს,შერიგებას მივართმევ,

გული ჩქარობს,ივლისში საქმიანად მშვიდია,
სადაც ეკალ ბარდებში გავიხლართე ესოდენ,
გულში ალბათ ცა მოსჩანს და აკურთხეს, შინდია,
მაშინ ალბათ გამვლელს და გამომვლელსაც ესროდნენ,

ახლა ქალის ვაგლახი თუ ჩვენი ეს ბუდეა,
და იყივლებს მამალი ადრე თუ კი ავდგებით,
ჩვენი ხედვა ამ წყებით დამიჯერეთ მრუდეა,
აქ სიტყვით და არაკით ასე თუ გავსაღდებით,

სულში ნიავ ქარია არტურს შვენის მეფობა,
აქ ლამაზი სხივები ცაში ჩანან კელაპტრად,
ალბათ არტურს მიყვება თავისივე მხედრობა,
მე კი მისი გრაალი ამ სულში მომელანდა,

სადაც მძვივებს ეკლებად ისევ ასე დავათრევ,
თავმდაბლობის სხივებში ჩანს ისევე ბურუსი,
მე თუ ამ ლექსს არტურის გამარჯვებას დავარქმევ,
შემეყრება უცილოდ საზიზღარი ვირუსი,

არტურისთვის გრაალი ერთი მუჭა გულია,
მიტევების სხივისთვის გამოჩნდება გრაალი,
ყველა ვინც კი იბრძოდა ისევ გაყიდულია,
შენ მითხარი ქართველო სამართალი რა არი,

სადაც მეფეს თასი და უთასობა აჩვენეს,
სადაც ყიდის მდევარი გაკიდების საფასურს,
სადაც მთებში ქარია და აკვირვებს მნახველებს,
სადაც ზეცა ვუწოდეც ცას რომ ჩალით დანახურს,

არ ვარგა და არ მოდის ჩვენ ყოფაში ასეთი,
არ დავიცდი იქამდე სადაც ყველა იყვირებს,
ყველას გულში შეწუხდა დატბორილი კახეთი,
ეს თუ ხალხის ბრალია პირველი მე მიჩივლეთ,

ახლა რა მსურს არ ვიცი,დაილია ფიქრები,
ამ შესახედ ივლისსაც უკვდავებით ვიბარებ,
მოდის ქარის გრიგალი და უსახო ზვირთები,
ხელს სატირლად სახეზე და თვალებზე ვიფარებ,

რატომ გასცდა საზღაურს საქართველოს წამება,
რატომ გვებრძვის ხიდები,რატომ მოიჩქარიან,
საუკუნე ვიბრძოლეთ დაგვაფიქრა წამებმა,
და ეს წამი უთუოდ უსაშველო ძალიან...


თ.გუბელიძე




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები