ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტინ
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2026


თ. მ.

ქარები ჩადგნენ..
შორს გაიელვა,
თითქოს სამყაროს გადაუღო ღმერთმა სურათი.
-მოწყენის და სევდის ქალქში
მე რახანია
სულებს ვხედავ, ალქაჯებს ვხედნი
და ვერშემდგარი თვითმკვლელივით
მაშინ ვნებდები
როცა ჩემს სხეულს ფეხს წამოჰკრავს ბოლო სიზმარი...
რომელიც მუდამ მივიწყების ნაგავსაყრელზე
წყაროს წყალივით უდარდელად ჩაედინება ..

წადი..
შორს წადი ..
მოუყოლელ ზღაპრებს მიჰყევი
იმ სამყაროსკენ ჩვენ რომ გვიგრძნო-
და ვერ ვიგრძენით...
იქნებ მგზავრი ვარ,
წლების წინ ჩავლილ მატარებლის რომ ელოდება
ან იქნებ კვირტი
მკაცრ აპრილის  სუსხში დამჭკნარი..
იქნებ ყვავილი ,, შემოდგომის უკანასკნელი"
გაფაციცებით რომ დაეძებს მარტის ენძელას ..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები