წავალ, ჯერ მოვძებნი ჩემს თავს, თუ არ გადავაწყდი გზადვე, მერე კვლავ მოვუსმენ ჩემს ხმას, ისიც მომიყვება რამდენს.
მინდა მივდიოდე სადმე, და გზა მიღვიძებდეს ფიქრებს, იყოს განაბული ღამე, ზეცა წვიმის წვეთებს ცრიდეს.
მინდა სადმე ვიყო მარტო, ფიქრი მიჯდებოდეს გვერდით, მარტო მე და სივრცე ფართო, ხედი თვალუწვდელი მთებით.
ანდა მთები ვიყო თვითონ, სადღაც ამ ღრუბლებზე მაღლა, იქაც ვიდგე ისე, თითქოს სულ არ მაწუხებდეს დაღლა.
მინდა მეც ოცნება მერქვას, და ფრთებს გავიშლიდი მალვით, მერე გავუყოფდი ყველას, სანამ გამფანტავდა ქარი.
სანამ გამაბნევდა სიზმრად, მარად დამტოვებდა ცხადში, სანამ მოვუსმენდი იმ ხმას, რა ხმასაც ვუსმენდი მაშინ.
მინდა სადმე ვიყო მარტო, ფიქრი მიჯდებოდეს გვერდით, მარტო მე და სივრცე ფართო, ასე ვიქნებოდი ჩემთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|