ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2026


მამაჩემისთვის მამაჩემზე

#%^
გალეულ ფანქარს დაემსგავსა მამაჩემი,
უსათლელოს,
გული დარჩენია და  საშლელი,
რასაც ვერ დაიგულებს, უნდა წაშალოს.

*()
მის ძვლებს ჯაფისთვის  გაუძლია,
სიბერე დიდი გმირობა და ჯილდოა ახლა.

@^%
ხმა ისე უთრთის, თვალებსაც ხრის,
როცა მიღმიერი განცდით მიყურებს,
აზრი გასვლია, გუმანი ღუზად დარჩენია,
გულს ჩაშვებული.

#@*
მას არ ვუყვარვართ,
ვუხარივართ თავისზე მეტად,
მხოლოდ-ზე მეტად დაუთოვია
მის ქოჩორზე თეთრ შვილიშვილებს.

^&*
პაპა!-ო და ძვლები აკივლდა,
ასხმული კაცად სულის შემკვრელი,
გადასულია ვენახში თავსხმა,
კუნთით უჭირავს დოქი და ყანწი.

*^)
მამაჩემი მთელი კაცია,
მთლიანი აქვს სახლი და ჩარჩო.
თივა და საღებავი შედღვებია გულის ფიცარზე,
სხვა არაფერი დამჭირდებაო საგზლად!.

2026 მირკა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები