ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2026


წეროები მიფრინავენ...

წეროები მიფრინავენ,
იზრდებიან პატარები.
სათამაშო ხის წვრილ ნავებს
ცვლის სამხედრო კატარღები.

წეროები მიფრინავენ,
აღარა დგას ოდა შენი.
ცვლის ქაღალდის თვითმფრინავებს
საჰაერო ბომბდამშენი.

იზრდებიან პატარები,
თან დიდობენ, თან ბავშვობენ
და ნამდვილი იარაღით
ომობანას თამაშობენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები