#ლექსები ნინო დარბაისელი
პარიზული საღამო (სონეტი)
კვლავ პარიზში დავეშვი. უკრავს აკორდეონი, ჩანან სიუკვდავეში სულნი უკიდეონი.
სენა ისე მშვიდია, ვის ახსოვს ნაგემები. აქ საათის შვიდია, - ქუჩის წარმოდგენები!
“-ეს რა ლიტურგიაა?” ვუცქერ, ვერ გამიგია. ყველაფერი ღიაა, რესტორანთა რიგია.
არაამქვეყნიური გვაწვიმს შამპანიური!
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კლოუნთა სონეტი
ყოველთვის უსმინე კლოუნებს, ვითომ რომ შტერობენ ისინი, არ უსმენ? - თავს მოგაკვლევინებს, როცა გაისმება სისინი.
გგონია, შემთხვევით წამოსცდათ, რაც გაიგონე და არ გჯერა, ნათქვამი - მიიღე გამოცდად, ჰოდა, მოემზადე ამჯერად!
სიავე მათით იტესტება. ვინ ეტყვის: - ასე იტყუებით?! კანონი არის თუ წესდება, ჯერ ბრიყვის ჟღერდება სიტყვებით.
“ ფუჰ! ჭიას ავყვები?!- ფუჭია!” რა ჭია! ავი მუხრუჭია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|