ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2009


ისევ თაიას

მთის ქალებს სხვა ეშხი,
ლაზათი,
დაჰყვებათ ხომ იცი
თაიავ,
მავდიორ მუცოსკენ სავალი
უგზო და უკაცო
მთანია.

გამოვცდი ანატორს,
ბობოქრობს
არღუნი,
უყვართო მთის კაცებს
ზვავებთან კაფია
და თოვლზე ასხლეტილ სიყვარულს
ქალშავებს,
უწყობენ მკლავებზე
მაგდისა თაიავ?

სხვა ეშხი, ლაზათი
დაგირბის ტუჩებზე,
დაგეწვეს ღაწვები
რას მორცხვობ რაია,
მაინც ჩემ გახდებ და
მაინც ჩემ მკლავებში,
იყუჩებ მწუხრის პირზე
ყოველდღე თაიავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები