ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2009


მ ა პ ა ტ ი ე

ეს ვერერთგულებაც მაპატიე,
(უკვე რახანია ჩემთან არ ხარ),
თურმე სიშორეც კი ღალატია,
ღამეს უძილობა ჩაენაცვლა...
ფიქრმა სულს შეუხსნა ალაყაფი
სევდის,
გარინდება არ მჩვევია,
მთვარე ჩამშვებია, არაკაცი,
გრძნობებს აშიშვლებს და
ალერგია
მგონი დამემართა უშენობის,
წამებს ნაფაზებში ვასამარებ,
სუნი ჩემს განწყობას დაჰკრავს ობის,
უფრო მომენატრე,
განა რამე...
ყეფით ამედევნა წარსული და
მთვარე ამ სიშიშვლით გადავრიე,
ყველა ღალატი ხომ ფარულია,
ეს ვერერთგულებაც მაპატიე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს