ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2008


ეხლავ მოდი

აემ ცხენისთავა ღრუბლებს
გამოვყვები შენთან.
სადმე თუ არ დავიღუპე,
ჩემო სულისერთავ,
თუ ელვამ არ გადამიჭრა
მომერცხლილი გზები,
თუ იორღა გადამირჩა_
ქარებს ნაომები,
სულ ბოლოჯერ თუ გადვურჩი
მტრის შურიან თვალებს,
თუ გამოვცდი ნადაბურში
ჭინკებს ნასუფრალებს,
თუ გადვურჩი წელმოთრეულ
ღჯუ დედაბრის კრულვას,
თუ გაუძლო სამოთხეულ
უცხო ხილვებს გულმა,
თუ მეგობრის ერთგულების
არ ჩამიტყდა ხიდი,
შენც თუ ჩემად მეგულები_
მინდი, ინდი-მინდი!..
ოღონდ არსად შეეფეთო
მთვრალი კაცის მზერას!
რა?
მე?!
არა, შე უღმერთო!
მე საფლავშიც მჯერა,
მაგრამ... გული ფორიაქობს
შეყვარებულ ბიჭის.
გამოგყვები შორიახლო.
უფო ახლო_მიჭირს...
წამო, ფეხით მოგატარებ
ჩემი სოფლის სერებს,
ნიავს კი არ მოგაკარებ!
და წინკართან მერე,
ის დიდედის ფაიფურიც
მივაყოლოთ იჭვებს...
გადაუგდე თაიგული
უკან გოგო-ბიჭებს.
და საღამოც გაწელილი
ჩამთავრდება როცა,
შენს თეთრ მკერდზე დაწერილი
ღვთისმშობელის ლოცვა
წამაკითხე...
მარცვალ-მარცვალ
გადმომიშვი შენში.
_შემოგევლე...
_გე... გენაცვა...
და სიტყვების ტევრში
დილა ღამეს გააცილებს,
(თან პაემანს უთქვამს)
მე კი აღარ დამაძინებს
შენი მშვიდი სუნთქვა.
ამ ოცნებით დავაბოტებ
და სოფელთან ვომობ.
მალე მოდი!
ეხლავ მოდი!
ოღონდ მოდი, გოგოვ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები