ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხაფერ ელ-დამასტ ელდინი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2009


ჭკუისსასწავლებელი რობაი

ხაფერ, ლექსების ოქროს დაღით კი ხარ მდამღავი,
მაგამ შეხედე, ეგ აფთარი როგორ დაგბღავის,
"რობაიას" და "რობაის" ვერ განასხვავებო,
ნუთუ არ გესმის, შირაზელო, აფთრის ღავღავი?

ეგ კიდევ რაა, მარტო როდი გიწუნებს ტერმინს,
თურმე არ მოსწონს შენი ლექსის სუნთქვა და ნერვი,
ჩუმად გკითხულობს თურმე კიდეც, მაგრამ არაფრით
არ დებს კომენტარს, გართულია მარტოდენ ზვერვით...

ალბათ იკითხავ, ბრიყვო, რატომ იქცევა ასე?
რაღად ზის, თუკი ბეჯითია ცურვაში ზღვაზე?
ეგ იმიტომ, რომ ჩასაფრებულს, თუ დაჭირდება,
აღარ დატოვოს შენს ლექსებშიც ერთი ქვა ქვაზე!..

ასე ასწავლეს, ინერციით მოდის აქამდე,
გაიგნორირებს, რომ როგორმე შედგე, გაქვავდე
და პოეზიის პარნასისკენ არ გაეშურო
და წერად ლექსის ხელი მეტად აღარ აგქავდეს!..

იცის, საიდან მერე, როგორ დაგამუნათოს:
უცოდინარო, აქ რაისთვის დახვალ სტუმრათო,
უმარტივესი განათლება-ცოდნა არა გაქვს,
ჰაიჰარად ხარ ამ სიბრძნესთან, ანუ უბრათო!

მაგრამ ხაფერის არ ანაღვლებს აფთრის ფეთება,
ის წერს მარტივად, მას არ უყვარს ლექსის კეთება,
ტერმინებისა არც ხაიამს ცოდნია რამე,
მაგრამ პლანეტას პოეზიის ცეცხლად ენთება!...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები