 | ავტორი: თაკო... ჟანრი: პროზა 30 ივნისი, 2009 |
ვიცი ეს ყველაფერი მაინც მარტო სიტყვებია და უშენობა მაინც არ ამცდა. ვიცი რომ ზღრვაში დაკარგულ გემს დავემგვანე და არ ვიცი საითაა ნაპირი, ისიც ვიცი რომ არაფერი არ ვიცი და მგონია რომ დედამიწა შენს გარშემო ბრუნავს. არა შენ მზე არ ხარ. უბრალოდ ჩემთვის ყველა ხარ. არც ყველა, მაგრამ მეზე მეტი ხარ, ჩემს მეზე მეტი. ჩემმა მემ რომ მიიძინა მაშინ მივხვდი რომ აქ ხარ და ვერ შეგელევი. არც მიფიქრია ჩვენი განშორება მაგრამ არც ერთად ყოფნის საფუძველი დამინახავს რამეში. მე ხომ ცა არ ვარ რომ მეთაყვანო?! არც შენ ხარ ღმერთი მაგრამ მაინც მწამხარ. ხშირად ვდუმვარ ხალხს გონია რომ ბევრს ვფიქრობ. მეკი მეცოტავება აბა რა არის დღე-ღამეში 24 საათი შენზე ფიქრებისთვის. არც არაფერი. სანამ დედამიწა კიდევ ერთხელ შემოგივლიდეს, შენ კი არა მზეს. თუმცა ჩემთვის მაინც სულ ერთია ორივე შენ ხარ, მეც შენ ვარ, ჩემი მეგობრებშიც შენ ხარ, ჩემი ოჯახის წევრებშიც გიპოვე, მაგრამ მაინც არ ხარ ჩემთან. ყველაზე ახლო სიშორე. იცი უშენობა მეტკინა.…მინდა მოვიდე შენთან მოვიდე და ვიყვირო რომ მიყვარხარ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლლის ეს ნაბიჯიც კი გადადგმული მაქვს და ცხოვრების თამაში წაგებული.
ყველა იქ ვიყავით ერთად მაგრამ მაინც ცალცალკე. ერთმანეთი გვიხაროდა ჩვეულებრივი ბავშვები ვართ რა ერთად ყოფნა გვიყვარს. მე არ მიხარია არაფერი იმიტომ რომ შენ როგორც ყოველთვის სევდიანი ხარ. წახვედი მარტო იჯექი. ჩვენგან არც ისე შორს სხეულით, მაგრამ შენი ფიქრები სად დაფრინავდა არვიცი. მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ შეიძლება ეგ ფიქრები ჩემთან იყო და ეს აზრი მასაზრდოებდა, ბედნიერების ფუჭი ოცნება. ყველაზე ახლოს ვიყავი შენთან. მეგონა, რომ შენც...თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რა მეგონა... მთავარი ხომ ისაა რა არის. -მიდი რა დაისვენე და დაასვენე.მეუბნეოდენ მეგობრები ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენგან იმიტომ წახვედი მე,რომ მოვსულიყავი. მეც, მაგრამ რაღაც შიგნით მეუბნეოდა, რომ ეს უბრალოდ შენზე ოცნების ნაწილი იყო. თუმცა როცა საჭიროა მაშინ ხომ არ ვუჯერებთ შინაგან ხმას?! მე მოვედი შენთან მოვედი და იმედი გამიჩნდა რომ შენ გაგიხარდა. -რატო ხარ მარტო? -ხო იცი ასეთი ვარ. -ვიცი. -მიყვარხარ სულ ჩემთან ხარ როცა მჭირდება. -და ვიქნები. შენ ჩამეხუტე. გული გათბა. ნელნალა სულ უფრო მეტად შემოიჭერი ჩემში. გაუცნობიერებლად მაქცევდი უსაზღვრო გრძობის მარწუხებში და ვგრძნობდი, რომ თითოეული შენთან გატარებული წამის შემდეგ უფრო და უფრო მიჭირდა უშენობით სუნთქვა. -რაღაცა მინდა გითხრა. -გისმენ. -იცი იმ დღეს მარტო მე დაშენ რომ ვიყავით პარკში გახსოვს?თან ჩემს გონებაში თბილი კადრები ცვლიდენ ერთმანეთს. ჩახუტებულები ვლაპარაკობდით ბოლომდე გავხსენით კარები და შევუშვით ერთმანეთი სულში, მაგრამ შენ ჩემს სულში კიდევ დარჩი იმ დღეს არასდროს დავივიწყებ. ყველაზე დიდი სითბო მოდიოდა შენგან, მე მაშინ მივხვდი რომ უშენოდ წლები დავკარგე, ან იქნებ ყველაფერი არც იყო ისე როგორც მე მეგონა? მაგრამ თვალების სითბო შენი თვალების... -ჰეი რა ხდება?სად წახვედი? Gონებით მოგზაურობ? -მიყვარხარ. -ვიცი და არ გვინდა მაგ თემაზე ლაპარაკი. და ამ თემაზე აღარ გვილაპარაკია. დღეს ვემზადები ცრემლიანი თვალებით ხვალ ქორწილია, მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე. თუმცა რაღა აზრი აქვს? არვიცი. ხვალ ბოლოჯერ გნახავ და მერე წახვალ, სულ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან. მე გადავწყვიტე ასე. იმიტომ, რომ ისე მიყვარხარ როგორც არასდროს. შენ შეხვალ ტაძარში ბედნიერი და არც გემახსოვრება ბავშოვაში ნათქვამი სიტყვები ჩემი სიტყვები..უგულო ვარ მაგრამ შენ არც არასდროს ეტეოდი მარტო ჩემს გულში გონებაც კი დაიმორჩილე აღარც ის გიწევს წინააღმდეგობას მეგონა შევძლებდი, მაგრამ ტაძარში შემოსვლისთვის ძალა არ მეყო. გარეთ ვიდექი და გიყურებდი ბედნიერ სახეზე. მიყვარხარ თავისით თქვეს ტუჩებმა და აშკარად გავიგონე ბავშვობაში ნათქვამი -ვიცი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. cota sasveni nishnebis naklebobaa magram tviton shinaarsi lamazdaa gadmocemuli. momwons :) cota sasveni nishnebis naklebobaa magram tviton shinaarsi lamazdaa gadmocemuli. momwons :)
7. good for you.... good for you....
6. გული მომეწურა :( ძალიან ლამაზი და საშინლად სევდიანი ნაწერია... :( ცრემლები მომადგა. :(
გაიხარე თაკო! გული მომეწურა :( ძალიან ლამაზი და საშინლად სევდიანი ნაწერია... :( ცრემლები მომადგა. :(
გაიხარე თაკო!
5. ჩანახატი მშვენიერიიი!!! გაიხარე შენაა!!! კარგი ჩემგან!!! ჩანახატი მშვენიერიიი!!! გაიხარე შენაა!!! კარგი ჩემგან!!!
4. ლამაზიაა :) 5 ლამაზიაა :) 5
3. ულამაზესია ჩანახატია! მიყვარხარ! და ნუ სევდიანობ! :) ულამაზესია ჩანახატია! მიყვარხარ! და ნუ სევდიანობ! :)
2. მდაა ... მტკივნეული ისტორიაა და ლამაზი ჩანახატი ... აქ ყოველთვის სევდაა გამეფებული ... სამწუხაროდ :)
მდაა ... მტკივნეული ისტორიაა და ლამაზი ჩანახატი ... აქ ყოველთვის სევდაა გამეფებული ... სამწუხაროდ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|