ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბიოს
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2009


გავხდი ვაჭარი

გავხდი ვაჭარი,
ვყიდულობ  ვყიდი, უსარგებლოდ
მიგდებულ სივრცეს,
ვხდები სადაო ...
ვერ მიყოფთ და ახლაც თითებს
უწვრილესი მარწუხით მიჭერთ.
მტკივა, ხელრხემლის მალებს შუა
ვიგროვებ ჰაერს...
ვჭედავ არგანცდილ ტკივილს ხორცის,
და უფრო მწარეს.
გეპატიჟებით ყველას ჩემთან,
სანახაობა...
ჯერ არა, მაგრამ დაიწყება
რომ შეგროვდებით,
მოდით ყველასთვის თითო სავსე
მიდევს ფიალა,
სახეს ნუ იცვლით, და ჩემს გვერდით
ნუ შეშფოთდებით.
გავხდი ვაჭარი...
გესმით,ახლა ვყიდულობ ფიქრებს
რომელიც აგერ პოეზიად გიდევთ მუხლებზე
ჩამოიბერტყეთ მავნე ჩვევად
თეთრი კალთიდან,
გაყიდულის ფასს დაგიხატავთ
თეთრით მუქ ფერზე.
მინდა გესმოდეთ, ხოდა ვყვირი
გაიგოთ მინდაა...
ტკივილით მინდა რომ შეიგრძნოთ
ჩვენი სიმდაბლე,
თუ რამე დარჩა, ხელს ნუღარ ახლებთ
ის არის წმინდა!
და სიგარეტის კვამლში ნუ კლავთ
მიწიერ აზრებს.
ჩამოვიფაროთ ყველამ ერთად
უღრუბლო დილა,
წვიმის წვეთებით შევეგებოთ
ალეწილ მაისს,
გადავიტანოთ თხელ ტილოზე
ეს სულის ყინვა.
და დავუბრუნდეთ, ხალხო გესმიით
სიცოცხლის საწყისს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს