 | ავტორი: ბიოს ჟანრი: პოეზია 25 ივლისი, 2009 |
შენ რომ ავად ხარ, მეც მტკივა, შენი ტკივილი მრევს, მოვალ და ჩაგეხუტები, ჩემში ტკივილი ძლებს, მე, რომ მოგიტან საფიქრალს, შენ რომ დააწყობ მხრებს, ხვალ როცა კარგად იქნები, შემოგიკენჭავ გზებს, ღამის მოლბერტზე განახებ ცაზე დალექილ დღეს, ახლა თითებით დაგითვლი, ჭაღარის თითო ღერს, მაგ ცხელი ბაგე-ურჩებით ვნებაგარეულს მლევ, წყურვილს მეც ვიკლავ შენს ტანთან, თვალებს რად მიმხედრებ, სიცხე გიმატებს, ავად ხარ, მგონი გადმომდე მეც. მე შემიყვარდი, შენ თუ არ... ტუჩებს რად მახვედრებ? თუ დღეს განწყობის ქალა, ხარ, მეც ამ განწყობით ვწერ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. შემოგიკენჭავ გზებს,
მმმ, მომეწონა 2 ქულა შენ :) შემოგიკენჭავ გზებს,
მმმ, მომეწონა 2 ქულა შენ :)
17. თუ დღეს განწყობის ქალა, ხარ, მეც ამ განწყობით ვწერ
დღეს შენ განწყობაზე ვარ ;;) თუ დღეს განწყობის ქალა, ხარ, მეც ამ განწყობით ვწერ
დღეს შენ განწყობაზე ვარ ;;)
16. მომეწონა... ერთი ამოსუნთქვით იკითხება... :) მომეწონა... ერთი ამოსუნთქვით იკითხება... :)
15. ესეც საოცარი ლექსია... მიკვირს აქამდე რომ არ გკითხულობდით :) ესეც საოცარი ლექსია... მიკვირს აქამდე რომ არ გკითხულობდით :)
13. ღამის მოლბერტზე განახებ ცაზე დალექილ დღეს,
მომწონს. ღამის მოლბერტზე განახებ ცაზე დალექილ დღეს,
მომწონს.
12. ისე რეჟისორსაც ვეთანხმები, მორისამდე ასეთ რიტმსა და რითმებში სხვას არც დაუწერია ლექსი, ფაქტიურად ,,პატენტი" მას ეკუთვნის... ისე რეჟისორსაც ვეთანხმები, მორისამდე ასეთ რიტმსა და რითმებში სხვას არც დაუწერია ლექსი, ფაქტიურად ,,პატენტი" მას ეკუთვნის...
11. ერთმარცვლიან ანუ ვაჟურ რითმიანი ლექსის სარითმო სიტყვები ერთმარცვლიანი უნდა იყოს. აქ უმრავლესობა ასეც არის, მაგრამ ორგან ეს წესი დარღვეულია, რაც ლექსის ღირსებას აკნინებს. ეცადე შეცვალო ორივე სარითმო სიტყვა ერთმარცვლიანებით. მერე შევაფასებ. ერთმარცვლიან ანუ ვაჟურ რითმიანი ლექსის სარითმო სიტყვები ერთმარცვლიანი უნდა იყოს. აქ უმრავლესობა ასეც არის, მაგრამ ორგან ეს წესი დარღვეულია, რაც ლექსის ღირსებას აკნინებს. ეცადე შეცვალო ორივე სარითმო სიტყვა ერთმარცვლიანებით. მერე შევაფასებ.
10. ხვალ როცა კარგად იქნები, შემოგიკენჭავ გზებს, ღამის მოლბერტზე განახებ ცაზე დალექილ დღეს
:) ხვალ როცა კარგად იქნები, შემოგიკენჭავ გზებს, ღამის მოლბერტზე განახებ ცაზე დალექილ დღეს
:)
8. ღამის მოლბერტზე განახებ ცაზე დალექილ დღეს...
რა მშვენიერი ფრაზაა! და არა მხოლოდ ეს...:)
ღამის მოლბერტზე განახებ ცაზე დალექილ დღეს...
რა მშვენიერი ფრაზაა! და არა მხოლოდ ეს...:)
7. საყვარელი! :) საყვარელი! :)
5. მე მომეწონა! მე მომეწონა!
4. ნორმალური იყო : ) ნამდვილად. ნორმალური იყო : ) ნამდვილად.
3. კარგი ლექსია, რარაცით მორისი მომაგონა:)
ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის... მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და... ფრრი... სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს. ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის, _ ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი... ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე, _ ავფრინდები და... ფრრი... კარგი ლექსია, რარაცით მორისი მომაგონა:)
ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის... მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და... ფრრი... სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს. ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის, _ ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი... ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე, _ ავფრინდები და... ფრრი...
2. მომეწონა... მომეწონა...
1. თანხმოანი რითმები... იშვიათია სედარებით
თანხმოანი რითმები... იშვიათია სედარებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|