 | ავტორი: ბიოს ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2009 |
მე აგაღელვეთ ქალბატონო, ჰო აგაღელვეთ, ახლა თვალებს ხრით, შეხვედრისას, თუნდაც ქუჩაში დახრილ თვალებშიც, კარგად ვხედავ, მზე ავაფეთქე და ცოტაოდენ აღელვებას, გამჩნევთ სუნთქვაშიც.
მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით, რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე, მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.
დგახართ და ხელით, იმ პატარა მაჯას აწვალებთ, რომელზეც ჩანთის ყური ხტის და გეამბორებათ, თქვენი სხეული მაგ სითეთრით სადაფს ადაბლებს უფასურდება, ყველაფერი თქვენს წინ ფერხდება.
მე აგაღელვეთ ქალბატონო? კიდევ არ მჯერა არ მჯერა, ჩემით მოიხიბლეთ ? თუ მეჩვენება ალიონისფრად გიღაჟღაჟებთ ლოყები ვხედავ, თავის თითებით ჩემს მაგივრად მზე გეფერებათ.
თვითონ კი ამ დროს, ხელებს ვმალავ, შარვლის ჯიბეში, რადგან არ მინდა, შეამჩნიოთ როგორ თრთის თქვენს წინ ირონიულად გავიღიმებ, და გაგეცლებით... დაგიბრუნდებით, როცა თრთოლვას სიმშვიდე შეცვლის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. keTilSobilio da Cemi keTilSobileba ver vnaxe aq:)
nagavi :) keTilSobilio da Cemi keTilSobileba ver vnaxe aq:)
nagavi :)
35. მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.
უსინდისო სინდისი:D მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.
უსინდისო სინდისი:D
34. საყვარელია:) საყვარელია:)
33. ძალიან მომეწონა! გადავხედავ სხვებსაც :) ძალიან მომეწონა! გადავხედავ სხვებსაც :)
32. კარგია... :) კარგია... :)
31. ლამაზი ლექსია! კაგრად წერთ! :) ლამაზი ლექსია! კაგრად წერთ! :)
30. ეს ინტრიგა იყო ახლა? :D
საინტერესოა ვინ გგონივარ, მიჩურჩულე თუ გინდა ;) ეს ინტრიგა იყო ახლა? :D
საინტერესოა ვინ გგონივარ, მიჩურჩულე თუ გინდა ;)
29. ისა,შვებულებაზე,ის ლექსიც წავიკითხე და ნამეტანი ნუ დარჩები პოეტურ შვებულებაააშიიიი...:D
ეს შენი ლექსებია?! მე უკეთესები ვიცი შენი...
ადიოს ამიგო გევედიიი...:)
კომენტარები განაახლე,ძველს მიგიგაააავს!
გავედი აბა! :)
ისა,შვებულებაზე,ის ლექსიც წავიკითხე და ნამეტანი ნუ დარჩები პოეტურ შვებულებაააშიიიი...:D
ეს შენი ლექსებია?! მე უკეთესები ვიცი შენი...
ადიოს ამიგო გევედიიი...:)
კომენტარები განაახლე,ძველს მიგიგაააავს!
გავედი აბა! :)
28. ნამდვილად ასე ჯობს! :) ნამდვილად ასე ჯობს! :)
27. იქნებ ასე ჯობდეს :) იქნებ ასე ჯობდეს :)
26. ირონიულად გავიღიმებ, და გაგეცლებით... დაგიბრუნდებით, როცა თრთოლვას სიმშვიდე შეცვლის.
მომეწონა ლექსი ძალიან... ოღონდ, "პაწაწუნა" ვერც მე მოვუხდინე საერთო განწყობას... ირონიულად გავიღიმებ, და გაგეცლებით... დაგიბრუნდებით, როცა თრთოლვას სიმშვიდე შეცვლის.
მომეწონა ლექსი ძალიან... ოღონდ, "პაწაწუნა" ვერც მე მოვუხდინე საერთო განწყობას...
25. 7. ეს კარგია, ბიოს! იქნებ ამ სტრიქონს რამე მოუხერხო: მე რომ არ ძალმიძს, თავის თითებით მზე გეფერებათ. იქნებ ასე: თავის თითებით ჩემს მაგივრად მზე გეფერებათ... იმო ჯახუანი. 2009-07-27 17:07:25
მართალი ხართ ბატონო იმო ჩავასწორე. 7. ეს კარგია, ბიოს! იქნებ ამ სტრიქონს რამე მოუხერხო: მე რომ არ ძალმიძს, თავის თითებით მზე გეფერებათ. იქნებ ასე: თავის თითებით ჩემს მაგივრად მზე გეფერებათ... იმო ჯახუანი. 2009-07-27 17:07:25
მართალი ხართ ბატონო იმო ჩავასწორე.
24. "მე რომ არ ძალმიძს, თავის თითებით მზე გეფერებათ." აქ ზედმეტი მარცვალია და რიტმიდან აგდებს ლექსს....
ლექსი ნორმალურია, რათქმაუნდა ჩამოუვარდება რეჟისორის მიერ წარდგენილს, მარა მაინც... გისურვებ წარმატებას... 4
"მე რომ არ ძალმიძს, თავის თითებით მზე გეფერებათ." აქ ზედმეტი მარცვალია და რიტმიდან აგდებს ლექსს....
ლექსი ნორმალურია, რათქმაუნდა ჩამოუვარდება რეჟისორის მიერ წარდგენილს, მარა მაინც... გისურვებ წარმატებას... 4
23. ზმნების გარითმვას მოერიდეთ... წარმატებები ზმნების გარითმვას მოერიდეთ... წარმატებები
22. ჩემი აზრით არცერთ ლექსს არ ჰგავს და ძალიან კარგია! ძ ა ლ ი ა ნ !
ჩემი აზრით არცერთ ლექსს არ ჰგავს და ძალიან კარგია! ძ ა ლ ი ა ნ !
21. ძალიან მომეწონა... თითქოს ისეთი ძლიერი ლექსი არაა მაგრამ... საოცრად მომეწონა :) რამდენჯერმე წავიკითხავ გაიხარეთ!!! ძალიან მომეწონა... თითქოს ისეთი ძლიერი ლექსი არაა მაგრამ... საოცრად მომეწონა :) რამდენჯერმე წავიკითხავ გაიხარეთ!!!
20. რიტმია იგივე! :) რიტმია იგივე! :)
19. 16. არ გეწყინოს ჯიგარო, მაგრამ სუფთა ესაა
არ მწყინს ჯიგარო, მაგრამ მე ვერ ვხედავ საერთოს ამ ორ ლექსში, გარდა გრძნობისა :) 16. არ გეწყინოს ჯიგარო, მაგრამ სუფთა ესაა
არ მწყინს ჯიგარო, მაგრამ მე ვერ ვხედავ საერთოს ამ ორ ლექსში, გარდა გრძნობისა :)
18. თქვენი სხეული მაგ სითეთრით სადაფს ადაბლებს
სულ ვამბობ, არაფერი შეედრება სადაფისფერ კანს-მეთქი :)
კარგი იყო და ასევე მერვე კომენტარს ვეთანხმები. თქვენი სხეული მაგ სითეთრით სადაფს ადაბლებს
სულ ვამბობ, არაფერი შეედრება სადაფისფერ კანს-მეთქი :)
კარგი იყო და ასევე მერვე კომენტარს ვეთანხმები.
16. არ გეწყინოს ჯიგარო, მაგრამ სუფთა ესაა
ქალბატონო
რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს, არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის, თქვენ კი გგონიათ, ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ, რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე, ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია; მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე, რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია. მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში, მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს, თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში, მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?! ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად... და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად... და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე, ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია; არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე, რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია. არ გეწყინოს ჯიგარო, მაგრამ სუფთა ესაა
ქალბატონო
რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს, არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის, თქვენ კი გგონიათ, ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ, რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე, ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია; მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე, რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია. მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში, მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს, თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში, მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?! ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად... და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად... და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე, ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია; არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე, რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
15. თვითონ კი ამ დროს, ხელებს ვმალავ, შარვლის ჯიბეში, რადგან არ მინდა, შეამჩნიოთ როგორ თრთის თქვენს წინ ირონიულად გავიღიმებ, და გაგეცლებით... დაგიბრუნდებით, როცა თრთოლვას სიმშვიდე შეცვლის.
მომეწონა...5 თვითონ კი ამ დროს, ხელებს ვმალავ, შარვლის ჯიბეში, რადგან არ მინდა, შეამჩნიოთ როგორ თრთის თქვენს წინ ირონიულად გავიღიმებ, და გაგეცლებით... დაგიბრუნდებით, როცა თრთოლვას სიმშვიდე შეცვლის.
მომეწონა...5
13. მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით, რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე, მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.
55 მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით, რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე, მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.
55
12. ნიკის ვეთანხმები. ლექსი მომეწონა :) ნიკის ვეთანხმები. ლექსი მომეწონა :)
11. ის ლექსი რომაა... რა სიმშვიდეაქალბატონო... ცოტა ოიმას ხომ არ ჰგავს? ის ლექსი რომაა... რა სიმშვიდეაქალბატონო... ცოტა ოიმას ხომ არ ჰგავს?
9. მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით, რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე, მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე
მომეწონა ძალიან :) მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით, რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე, მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე
მომეწონა ძალიან :)
8. კარგი ლექსია 4 ქულა
" პაწაწუნა აღელვებას" პაწაწუნა ლექსის შინაარსს არ უხდება ჩემი აზრით
კარგი ლექსია 4 ქულა
" პაწაწუნა აღელვებას" პაწაწუნა ლექსის შინაარსს არ უხდება ჩემი აზრით
7. ეს კარგია, ბიოს! იქნებ ამ სტრიქონს რამე მოუხერხო: მე რომ არ ძალმიძს, თავის თითებით მზე გეფერებათ. იქნებ ასე: თავის თითებით ჩემს მაგივრად მზე გეფერებათ... ეს კარგია, ბიოს! იქნებ ამ სტრიქონს რამე მოუხერხო: მე რომ არ ძალმიძს, თავის თითებით მზე გეფერებათ. იქნებ ასე: თავის თითებით ჩემს მაგივრად მზე გეფერებათ...
6. მშვენიერი ლექსია, სათაური განსაკუთრებით :) მშვენიერი ლექსია, სათაური განსაკუთრებით :)
3. ძალიან კარგია
მიყვარს "ქალბატონოზე" ლექსები და ყოველთვის (ყველა ავტორის მიერ) სასიამოვნო წასაკითხი "გამოდის" რატომღაც:D
ძალიან კარგია
მიყვარს "ქალბატონოზე" ლექსები და ყოველთვის (ყველა ავტორის მიერ) სასიამოვნო წასაკითხი "გამოდის" რატომღაც:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|