ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკო...
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2009


შენთან ერთად...

ირევა. ირევა, იბნევა, ფითრდება, ნელდება ცხოვრება...მერე ყველაფერი შენი ფერი ხდება.წამზომი ჩერდება და შენ მიდიხარ... შორს. შორს ჩემგან.მე კი ხალხისგან მინდა შორს ყოფნა, აღარავინ არ მინდა. სიკვდილს ვემგვანები, მოკლულ სიკვდილს. ის კი არ არსებობს...მე კიდე ცხოვრება არ მინდა და სიკვდილს ვეტმასნები...არც სიკვდილს ვუნდევარ არ სიცოცხლეს და მე და გაძლება დავდივართ ერთად...ხელი აქ მოკიდებული და არსად მიშვებს.მერე?მერე ცა იხსნება და თეთრი ხელებით ვიღაცას ჭაობიდან ამოვყავარ მეფერება.მკოცნის ხელებზე თვალებში გულში...მე ვგრძნობ, როგორ ცურდება მარტოობის ლოდი გულიდან...როგორ იწრიტება სევდისფერი ზღვა...მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი შენთან ერთად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები