დიოტიმა ვარ, მზის ასული, სულით ორსული, უცხო ტომისა, უცხოდ მხედი, უცხოდ მავალი.
შემოკრბით, ბრძენნო, სანადიმოდ, შესვით წყალ-ღვინო, რაც გინდათ, მკითხეთ სიყვარულზე, ვიცი მრავალი.
ვიცი, ნიადაგ ვით დაეძებს ნაკლული ნაკლულს და შეერთების მწარე ნდომა ვით დაიმონებს.
ღმერთს და კაცს შუა მოქანავე ვნახე სამანი - იქ გახიდულებს პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.
“დამენამაო თვალი ცრემლით, მოდი მალეო, უშენოდ წყვილმა აფროდიტემ გამაწამაო...” უნდოს, უჭეროს, დაუდევარს ვინ დაუჯეროს. თვით უკვდავებაც სიკვდილივით არის ამაო.
კმარა ბაასი. მო, კალთაში ჩამიდე თავი, ჩემს ბაგეს დაჰყევ, გარინდული, ღელვას მიენდე! მორჩა ამბავი. რას დაეძებ, თუ იბნევიან ნათელმზიდველნი მთის წვეროდან ჩრდილთა მღვიმემდე.
ხედავ? აფრინდა წყვილი წერო, ცაც აირია, შემოისერა ბედისწერის თეთრი არშია.
რას ვერჩით ღმერთებს, ეს ტანჯვაც ხომ ჩვენ მოვიგონეთ. არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია.
---------------------------- გამოყენებული ლიტერატურა: 1. პლატონი - “ნადიმი”, “სახელმწიფო”, 2. ჰოლდერლინი - წერილები, 3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”, 4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით, 5. ცხოვრება - როგორც ტექსტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გასაგებია ველისციხელო, რომ იფანტაზიორეთ და ლამაზადაც გამოგივიდათ ეს, მაგრამ
ფანტაზია თავისთავად აბსურდია რეალობასთან და მე სხვა არაფერი მითქვამს ...
წარმატებები და ბევრი ისტორიული ფანტაზიები :) გასაგებია ველისციხელო, რომ იფანტაზიორეთ და ლამაზადაც გამოგივიდათ ეს, მაგრამ
ფანტაზია თავისთავად აბსურდია რეალობასთან და მე სხვა არაფერი მითქვამს ...
წარმატებები და ბევრი ისტორიული ფანტაზიები :)
5. ამ ლექსში გადმოცემული ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, არცერთ წიგნში არაფერი წერია იმ ნადიმის შესახებ,სადაც დიოტიმა თავად მივიდა. თუ კიდევ ერთხელ გადაიკიტხავთ პლატონს,ნახავთ, რომ ოლიმპიადის შემდგომ გამართულ ნადიმზე მხოლოდ მამაკაცები ესწრებიან და სოკრატე მათ თავისი მეგობრის,ქურუმი დიოტიმას ნათქვამს გადასცემს . ეს , შემი წარმოსახვით, ერთ ერთი შემთვრალი ოლიმპიელის ზმანებაა და მეტი არაფერი. ამ ლექსში გადმოცემული ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, არცერთ წიგნში არაფერი წერია იმ ნადიმის შესახებ,სადაც დიოტიმა თავად მივიდა. თუ კიდევ ერთხელ გადაიკიტხავთ პლატონს,ნახავთ, რომ ოლიმპიადის შემდგომ გამართულ ნადიმზე მხოლოდ მამაკაცები ესწრებიან და სოკრატე მათ თავისი მეგობრის,ქურუმი დიოტიმას ნათქვამს გადასცემს . ეს , შემი წარმოსახვით, ერთ ერთი შემთვრალი ოლიმპიელის ზმანებაა და მეტი არაფერი.
4. მაინც ვერ დაგეთანხმებით, ველისციხელო:
რიტორიკული ტროპი სიტყვების თამაშია და არა აფსურდი და
ისტორიული მოვლენების მორგება საკუთარ ემოციებზე :) მაინც ვერ დაგეთანხმებით, ველისციხელო:
რიტორიკული ტროპი სიტყვების თამაშია და არა აფსურდი და
ისტორიული მოვლენების მორგება საკუთარ ემოციებზე :)
3. არ ვიცოდი, ამ ნიკითაც თუ იყავით. ეს ლექსი თქვენი წაკითხული მომისმენია. მომწონს! არ ვიცოდი, ამ ნიკითაც თუ იყავით. ეს ლექსი თქვენი წაკითხული მომისმენია. მომწონს!
2. თათა თემისი ძვირფასო!
სწორედ მაგ აბსურდულობის გამოა ბოლო სტროფში ეგ სიტყვები , რომ მკითხველი არა და არ დამეთანხმოს. ( ეს - ცნობილი რიტორიკული ტროპია) თათა თემისი ძვირფასო!
სწორედ მაგ აბსურდულობის გამოა ბოლო სტროფში ეგ სიტყვები , რომ მკითხველი არა და არ დამეთანხმოს. ( ეს - ცნობილი რიტორიკული ტროპია)
1. ლექსი მომეწონა,
მაგრამ დიოტიმას სახელით თუ წერთ, ბოლო სტროფი აბსურდია :) ლექსი მომეწონა,
მაგრამ დიოტიმას სახელით თუ წერთ, ბოლო სტროფი აბსურდია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|