ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2009


შენ შეგიძლია... (ახალაიას საყვარელი ლექსის პასუხად)

შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
ისე უბრალოდ, როგორც სულში ქრიან ქარები,
ისე უეცრად, არა, იქნებ ბევრად მარტივად,
ვიდრე სიმშვიდემ მომიხურა ზურგთან კარები.

უფრო ლამაზად, რომ წაუხდეს ფერი ალიონს,
თვალებში უხმოდ გადმომისხას ლურჯი თენება,
ისე საოცრად, ემოციამ სულმთლად დამლიოს
და მერე თუნდაც ჩაინავლოს ქვეყნად მშვენება.

შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
თუნდ მარტოობა შემომეჭდოს გულზე ქსელებად,
შენ შეგიძლია, მე კი შევძლებ მელან-აირად,
დავრჩე პოეტის სულ უბრალო, მარტივ ლექსებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს