ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2009


შვილიშვილები

პაპა რომ მოკვდა, არ გვიტირია.
პაპა რომ მოკვდა,
ისეთი შვება ვიგრძენით უცებ...
(თუმცა არ გვეყო გამბედაობა,
ერთმანეთისთვის რომ გაგვემხილა).

და ყველაფერი როცა დასრულდა,
როდესაც
ყველა სათითაოდ დაგვემშვიდობა,
კარი ჩავკეტეთ,
დედას საწოლში შევუწექით
ჩვენ - სამივენი
და
ყ მ უ ი ლ ი
იქ გავაგრძელეთ.

1979

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები