ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: პროზა
29 დეკემბერი, 2009


ინტერვიუ ვამპირთან. (არაფერი პირადული, ეს მხოლოს ბიზნესია)

- ზიხარ ოთახში, თავზე გაყრია ცხოვრება. შესიებული თვალებით ათვალიერებ ნივთებს, ჭერზე მიშტერებული ცდილობ რამე შინაარსი,აზრი დაიჭირო. წიგნების თაროებს თვალებით,როგორც პიანისტი კლავიშებს თითებით, ისე უვლი, კითხულობ გვარებს, სახელებს, მაგრამ არ გამახსოვრდება. გარდაცვლილი ბაბუის და ბებიის სურათი შეყვითლებული შავ-თეთრია, შიშს არ გგვრის. ანთია ბრა, დაბალ მაგიდაზე შენი წიგნები, რვეულები და პასტაა, ქალაქის ტელეფონი და მობილური.. თვალები გეწვის, გინდა გათიშულს გეძინოს რამდენიმე წლიანი საგარანტიო ვადით. ემოციები იბადებიან, ვითარდებიან და შენშივე კვდებიან. ვერ ფეთქდებიან, როგორხ ატამი გაზაფხულის ჟამს.
გირეკავს მობილური - ახალი ემოცია. როგორ არ გინდოდა, არც ეხლა გინდა.
ოთახში შემოდის ადამიანი. არ იმჩნევ რომ არ გეადამიანება. მალევე გადის.
გიბჟუის სული, კომაშია განწყობა, დიდი ხნის ძილი უნდა ხორცს.
მაგრამ... ზიხარ ოთახში, თავზე გაყრია ცხოვრება. შესიებული თვალებით ათვალიერებ ნივთებს და ბალიშზე, რომელზეც ხელი გიდევს, აწერია - REAL LIFE.
ესეც ირონია, სათაყვანებელი ცხოვრებისგან.


ნაკვესი საუბრებიდან.
გაგრძელება ალბათ იქბება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები